ბრავოს ტრავმის გამო, სიტიმ ბარსელონას მეკარეს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრავოს ტრავმის გამო, სიტიმ ბარსელონას მეკარეს დაუმიზნა


ბრავოს ტრავმის გამო, სიტიმ ბარსელონას მეკარეს დაუმიზნა

"მანჩესტერ სიტის" ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, უმძიმესი დაზიანება მიიღო და პირველადი ვარაუდით, შესაძლოა, მთელი სეზონი გამოტოვოს. სწორედ ამის გამო, პეპ გვარდიოლა ახალი სარეზერვო მეკარის ძიებას შეუდგა.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა "ბარსელონას" მეკარის, 29 წლის იასპერ სილესენის შეძენით ინტერესდება, რომელიც მანჩესტერულ კლუბში გადასვლის შემთხვევაში ბრაზილიელი ედერსონის შემცვლელის როლს შეასრულებს.

პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ, წესების მიხედვით, შემადგენლობაში მყოფი რომელიმე ფეხბურთელის მძიმე ტრავმის შემთხვევაში, კლუბს დამატებით სამი ფეხბურთელის ჩამატება შეუძლია განაცხადში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სიტის" სილესენის იჯარით აყვანა სურს.

სილესენი "ბარსელონაში" 2016 წლიდან ირიცხება. გასულ სეზონში მან გუნდის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები