აზარმა "ჩელსის" ულტიმატუმი წაუყენა - რას ითხოვს ბელგიელი კლუბში დასარჩენად? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარმა "ჩელსის" ულტიმატუმი წაუყენა - რას ითხოვს ბელგიელი კლუბში დასარჩენად?


აზარმა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ედენ აზარი "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება...

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ევროპულ პრესაში აქტიურად განიხილება ედენ აზარის მომავალი. ბელგიელმა წასვლის სურვილი ღიად გამოთქვა და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე "ჩელსის" უარი არაერთხელ უთხრა, თუმცა, ლონდონელები ცდას არ აკლებენ. ახლა კი, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლუბმა აზარისგან კონკრეტული ულტიმატუმიც მიიღო.

საქმე ისაა, რომ აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გათვალისწინებული და იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მომდევნო ზაფხულამდე ვერ შეთანხმდებიან, "ჩელსის" მომავალ ზაფხულს ფეხბურთელის გაცილებით დაბალ ფასად მოუწევს გაყიდვა, რათა 2020-ში უფასოდ არ დაკარგოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, აზარი მზადაა "ჩელსის" მხრიდან ხელფასის გაზრდისა და კონტრაქტის გახანგრძლივების შემოთავაზებას დათანხმდეს, თუმცა ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდება - თუ კლუბი სეზონს მინიმუმ ოთხეულში დაასრულებს და მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე შეძლებს მოხვედრას.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრა ვერ შეძლო და ევროპის ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები