დე ლაურენტისი: "ნაპოლის ფანების უმრავლესობა ჩემკენაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე ლაურენტისი: "ნაპოლის ფანების უმრავლესობა ჩემკენაა"


დე ლაურენტისი:

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ულტრასების პროტესტს და ოფიციალურ მიმართვას გამოეხმაურა.

"ნაპოლის" ულტრასებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს, რომ მათ აურელიოს უაზრო კომენტარები და ქცევები ყელში ამოუვიდათ, მას განუდგნენ და პრეზიდენტად აღარ თვლიან.

"ვფიქრობ, ეს უბრალოდ პროვოკაციული ნაბიჯებია და სტადიონზე გამოფენილი ბანერებიც მხოლოდ ამას ადასტურებს.

დიახ, შეიძლება ვიღაცას არ მოვწონდე, მაგრამ ჩემს მხარესაა ინვესტიციები, ფული და "ნაპოლის" 40 მილიონამდე გულშემატკივარი. ასე, რომ ამ საკითხზე არ ვნერვიულობ", - აღნიშნა დე ლაურენტისმა, რომელიც თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი აურელიო დე ლაურენტისი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები