ნაპოლის ნახევარმცველი: "რონალდუ სკუდეტოს მარტო ვერ მოიგებს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნაპოლის ნახევარმცველი: "რონალდუ სკუდეტოს მარტო ვერ მოიგებს!"


ნაპოლის ნახევარმცველი:

"ნაპოლის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ალანმა, ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი შეაფასა.

"მისი ტრანსფერი იტალიის სერია ა-ს მაყურებელთა რაოდენობას გაზრდის და აგრეთვე, ჩვენთვისაც ახალი გამოწვევაა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იტალიაში ითამაშებს ფეხბურთელი, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ხუთჯერ მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუს მოსვლა მართლაც ძალიან ფასეულია და "იუვენტუსს" გააძლიერებს, მაგრამ იტალიის სერია ა-ს მხოლოდ ერთი მოთამაშე ვერ მოიგებს.

ჩვენ საკუთარი ძალების გვჯერა, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და "იუვენტუსთან" ვიბრძოლებთ!", - აღნიშნა 27 წლის ბრაზილიელმა.

"ბებერი ქალბატონი" უკვე ზედიზედ 7 წელია სკუდეტოს მფლობელი ხდება და ამ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან". კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა.

ახალი სეზონის პირველ ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად "კიევო" 3:2 დიდი გაჭირვებით დაამარცხა, ხოლო "ნაპოლიმ" გასვლაზე "ლაციოს" 2:1 მოუგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები