სპალეტი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სპალეტი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს


სპალეტი 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, იტალიის სერია ა-ს პირველი ტურის თამაშის შემდეგ თავი ვერ შეიკავა და ზედმეტი საუბრის გამო დაისაჯა.

"ნერაძურიმ" ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და გასვლაზე "სასუოლოსთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის ბოლოს კი გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის მთავარ არბიტრს, მაურიციო მარიანის, სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს საკითხი იტალიური ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და სპალეტი 10 ათასი ევროთი და გაფრთხილებით დააჯარიმა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 26 აგვისტოს, შინ "ტორინოს" წინააღმდეგ, გამართავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები