ატლეტიკოს ვიტოლო გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ატლეტიკოს ვიტოლო გამოაკლდა


ატლეტიკოს ვიტოლო გამოაკლდა

მადრიდის "ატლეტიკოს" გარემარბმა, ვიტოლომ, შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს.

28 წლის ესპანელმა ლა ლიგის პირველ ტურში, "ვალენსიასთან" გასვლით შეხვედრაში (1:1) მიიღო დაზიანება და მოედანი 63-ე წუთზე დატოვა.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ვიტოლოს მუხლის პრობლემები აქვს და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

ვიტოლო "როხიბლანკოს" გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და ახალი სეზონი ძირითადი მოთამაშის სტატუსით დაიწყო.
ასევე იხილეთ თემაზე:
მადრიდის ატლეტიკო ვიტოლო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები