მოლაპარაკებები დაწყებულია - ორიჯი გერმანიაში ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოლაპარაკებები დაწყებულია - ორიჯი გერმანიაში ბრუნდება


მოლაპარაკებები დაწყებულია - ორიჯი გერმანიაში ბრუნდება

"ლივერპულის" ცენტრალური თავდამსხმელი, დივოკ ორიჯი, შესაძლოა დორტმუნდის "ბორუსიას" მოთამაშე გახდეს.

"ყვითლები" ახალი ცენტრფორვარდის ძიებაში არიან და "ESPN-ს" ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა მერსესაიდული გრანდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

ზემოთხსენებული გამოცემა იტყობინება, რომ "წითლებს" 23 წლის ბელგიელის იჯარით გაშვება არ უნდათ და მის 30 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავენ.

დივოკ ორიჯიმ გასული სეზონი ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგის" მაისურით ჩაატარა და 31 მატჩში 6 ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები