მხითარიანი: "არ გვსურს თამაში ისე, როგორც ამას ვენგერის დროს ვაკეთებდით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მხითარიანი: "არ გვსურს თამაში ისე, როგორც ამას ვენგერის დროს ვაკეთებდით"


მხითარიანი:

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის სამუშაო მეთოდებზე ისაუბრა და ესპანელი სპეციალისტი არსენ ვენგერს შეადარა, რომელიც ლონდონურ კლუბში წლების მანძილზე მუშაობდა.

"ემერის ფილოსოფიასთან დაკავშირებით ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. "არსენალმა" კარგად იცის, რისთვის იბრძვის და როგორ უნდა ითამაშოს. თუ ბურთს უბრალოდ საკუთარი ნახევრიდან მოვიშორებთ და შანსს დაველოდებით, შესაძლოა, ეს არც მოხდეს. ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ - თავდაუზოგავი მუშაობაა, საკუთარი თავის რწმენა და იმ მომენტების გამოყენება, რომლებიც შეგვექმნება.

ვენგერი და ემერი? ისინი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, მაგრამ, ფილოსოფიებში სხვაობა მაინც არსებობს. ემერი ვენგერის დანატოვარის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ, ამავდროულად, სიახლის შეტანაც სურს.

ემერიმ იცის, რომ "არსენალისთვის" ბევრის გაკეთება შეუძლია, საჭიროა დაცვასა და შეტევას შორის ბალანსის გამონახვა. ეს არც ისე მარტივია, მაგრამ, ვფიქრობ, ის ყველაფერს ზუსტად გააკეთებს. ფეხბურთელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის იდეები უნდა გაითავისონ. თუმცა, აშკარა ის არის, რომ არ გვსურს ისე თამაში, როგორც ამას ვენგერის დროს ვაკეთებდით." - ციტირებს სომეხი ნახევარმცველის სიტყვებს Sky Sports.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები