Goal.Ge

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის


ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

სატრანსფერო ფანჯარა ყოველ წელს ევოლუციონირებს, გამონაკლისი არც 2018 წლის ზაფხულია. ყველაზე დიდი ცვლილება კი შარშან მოხდა, მიზეზი - ნეიმარის 222 მილიონიანი ტრანსფერი "ბარსელონადან"-"პარი სენ-ჟერმენში".

ბრაზილიელმა დაამკვიდრა ახალი ტრენდი - დღეს, ნებისმიერი ტოპ-კლასის ფეხბურთელი მინიმუმ 100 მილიონი ღირს. რამდენიმე წლის წინ რონალდუსა და ბეილის ტრანსფერები ნამდვილ სენსაციად ითვლებოდა, თუმცა 2017-სთვის პოგბა და დემბელე უფრო ძვირი ღირდნენ ვიდრე თავის დროზე პორტუგალიელი და უელსელი.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

კონტრა-არგუმენტად შეგვიძლია მოვიშველიოთ ინფლაციის ფაქტორი. იყო დრო, როდესაც რონალდო ("ფენომენი") 28 მილიონად გადადიოდა "ბარსადან"-"ინტერში" და სატრანსფერო რეკორდს ხსნიდა, შემდეგ კი ზიდანი "იუვედან"-"რეალში" 77.5 მილიონად.

იმ პერიოდში ასტრონომიული ფასი ღირდნენ მხოლოდ საუკეთესოები და არა ყველა. ეს ტენდენცია 2013 წლამდე გაგრძელდა, ანუ ბეილის ტრანსფერამდე. ვარსკვლავების კლაუსულა 50-60 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, დღეს ამ ფასად მაღალი დონის მეკარის შეძენაც კი რთულია.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლამ კი საბოლოოდ დაამკვიდრა "მინიმუმ 100-მილიონიანი ვირუსი". გრანდები მაინც ჩამოდიან დიდ თანხებს, მაგრამ რამდენად მართებულია ეს ქმედება?

"ბარსელონამ" გადაიხადა 120 მილიონი კოუტინიოს სანაცვლოდ. არა, ფელიპე უდავოდ სუპერ-ფეხბურთელია, თუმცა ტრანსფერის მომენტში ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებაც კი არ ჰქონდა. დემბელეს სანაცვლოდ 105-მილიონიან გასროლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

ამასთან ერთად კლუბები პერიოდულად არღვევენ ფინანსური ფეირ-პლეის წესებს. გავიხსენოთ "პსჟ", რომელსაც ნეიმარის გაფორმების შემდეგ თითქმის ნახევარი შემადგენლობა უნდა გაეყიდა მორიგი ტოპ-ტრანსფერის განსახორციელებლად.

ამავდროულად პარიზელებს ან იგივე კატალონიელებს დაერქვათ ე.წ. ფულის მფლანგველების სახელი. სხვა გუნდები ცდილობენ მაქსიმალურად გაბუქებულ ფასად გაასხვისონ ფეხბურთელი "პსჟ"-ში და "ბარსაში", რადგან მათ იციან, რომ სასურველი მოთამაშის ხელში ჩასაგდებად ეს ორი კლუბი ნებისმიერ თანხას გაიღებს.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

იგივე რამ ეხება მანჩესტერულ გუნდებსაც და უკვე "ლივერპულსაც". ადრე ამ კატეგორიაში უპირობო ლიდერად ითვლებოდა "რეალი", თუმცა ფლორენტინო პერესის მინიმალური ხარჯების წყალობით ბოლო წლებში "სამეფო კლუბს" აღარ აღიქვამენ "ფულის ტომრად", ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც.

ვარსკვლავის შეძენა უკვე ძალიან ძვირი სიამოვნებაა. "ბარსელონა" ართმევს "რომას" მალკომს, რადგან პრიორიტეტულ ვილიანს უაზროდ გაბუქებული ფასი ადევს, "ჩელსი" ისვრის 80 მილიონს კეპაში იმისთვის, რომ გადაფაროს კურტუას დაკარგვის ფაქტი. ერთი სიტყვით - სიგიჟე.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

ამ ყველაფრიდან გამომდინარე უფრო ოპტიმალურ ვარიანტად ჩანს ბარტერი, ანუ ფეხბურთელების გაცვლა. ეს სულაც არ არის ახალი მოვლენა, იტალიური კლუბები ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან იყენებდნენ აქტიურად ამ ოფციას.

"მილანმა" და "ინტერმა" თავის დროზე უამრავი ფეხბურთელი გაცვალეს ერთმანეთში. მართალია უკანასკნელ 6-7 წელიწადში ეს ფაქტორი ძირითადად უსახსრობით იყო გამოწვეული, თუმცა დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის სტანდარტების გათვალისწინებით, ბარტერი უკვე ყველასთვის გამოსავალია.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც იგუაინი-ბონუჩის გაცვლა. ორივე ფეხბურთელი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ორივე მათგანი უკვე ასაკში შედის. 30-31 წლის მოთამაშეებში ასტრონომიული თანხების გადახდა ალოგიკურია (რონალდუ გამონაკლისია), ბარტერი კი იდეალური ვარიანტია.

ორივე კლუბმა ტოპ-ფეხბურთელით შეავსო პრობლემური ზონა ყოველგვარი ზღაპრული დანახარჯების გარეშე, კმაყოფილია ყველა. შეგვიძლია გავიხსენოთ სანჩესი-მხითარიანის გაცვლაც. "მანჩესტერმა" და "არსენალმა" უპრობლემოდ მოიშორეს ზედმეტი ტვირთი, გაძლიერდნენ საჭირო მოთამაშეებით და ამავდროულად არ დააზარალეს თავისი ბიუჯეტი.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

სურათის უფრო მარტივად აღქმისთვის წარმოიდგინეთ შემდეგი გარემოება - ა გუნდს ჰყავს 3-4 მაღალი დონის ვინგერი, მაგრამ შემადგენლობაში არ არის ტოპ-კლასის ცენტრალური მცველი, ბ გუნდში კი საპირისპირო სიტუაციაა.

რატომ უნდა დახარჯონ სუსტი წერტილების აღმოსაფხვრელად აღნიშნულმა კლუბებმა ფული, როდესაც შეიძლება ფეხბურთელების გაცვლა. ა გუნდიდან ბ-ში წავა სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ვინგერი, საპირისპირო მიმართულებით კი ცენტრალური მცველი.

იგივე "ბარსელონას" თავისუფლად შეეძლო მინას გაცვლა რომელიმე შუახაზელზე ან განაპირა მცველზე. შეგვიძლია გავიხსენოთ ფულის უაზროდ ხარჯვის რამდენიმე მაგალითი - რაში წავიდა "ტოტენჰემის" აქტივები ბეილის გაყიდვის შემდეგ? ანალოგიური რამ ითქმის "ლივერპულსა" და სუარესზე.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

ლონდონელებსა და მერსისაიდელებს რამდენიმე წლიანი ჩავარდნა ჰქონდათ, რომელიც ლიდერების გასხვისებით იყო გამოწვეული. ინგლისურმა კლუბებმა ნაყოფიერად "იშოპინგეს", თუმცა არჩევანი გაკეთდა რაოდენობის სასარგებლოდ და არა ხარისხის, ეს ფაქტი ორივესთვის დამღუპველი გამოდგა.

5-6 საშუალო დონის ფეხბურთელი ვერ შეცვლის მოთამაშეს, რომელიც რამდენიმე წელი ათრევდა თავის ზურგზე გუნდს. მსგავსი ტიპის შემსრულებლის ჩანაცვლება უნდა მოხდეს ანალოგიური თვისებების მქონე ვარსკვლავით.

ფეხბურთში უფრო ხშირი ხდება გაცვლები - მოვლენა, რომელიც 100-მილიონიან ტრანსფერებს გამოდევნის

ბარტერების ტენდენცია ახალ ცხოვრებას შესძენს ფეხბურთს. ამერიკულ სპორტში მოთამაშეების გაცვლა უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და ის დღემდე მუშაობს. ვნახოთ, რა იქნება ევროპაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10