» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"რეალმა" "შალკე" მიწასთან გაასწორა



კარლო ანჩელოტის გუნდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გელზენკირხენული გუნდისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. მასპინძლებმა სტუმრებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. უკვე მე-13 წუთზე კარიმ ბენზემა "შალკეს" ნგრევას შეუდგა - ბეილი-რონალდუს კომბინაცია ფრანგმა თავდამსხმელმა დააგვირგვინა. ზუსტად 8 წუთის შემდეგ თავი ბეილმა გამოიჩინა. უელსელი ბრწყინვალედ შეიჭრა საჯარიმოში, ორი მცველი მოატყუა და მეკარეს აუღებლად დაურტყა. აღსანიშნავია, რომ ორივე გაშვებულ გოლში დიდი ბრალი მიუძღვის ფელიპე სანტანას. ცენტრალურ მცველს ჯერ ფეხებშუა გაუძვრა ბურთი, ხოლო შემდეგ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა - საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ბურთი არ მოიგერია, სიტუაციით ბენზემამ ისარგებლა და ართმევაზე კარგად ითამაშა, რასაც მოჰყვა კიდეც მეორე გოლი. "შალკეს" 5-იანი უდავოდ მატჩის ანტიგმირი გახლდათ. ამის შემდეგ, ეჭვი არავის შეპარვია რომ დაპირისპირება "შალკეს" განადგურებით დასრულდებოდა. გერმანელებმა პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს - დრაქსლერის თავური იკერ კასილასმა ბრწყინვალე სეივით მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდში მადრიდელთა მცველებმა ბავშვური შეცდომა დაუშვეს. გასაკვირია, რომ ბურთი რამოსსაც და პეპესაც ფეხებშუა გაუძვრა და ისე მივიდა იულიანამდე. შეხვედრა შესანიშნავი გამოდგა მთლიანად მადრიდული გუნდისთვის, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ გარეთ ბეილის თამაში. ბრიტანელმა "რეალის" 5 საგოლე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა და დუბლი გაიფორმა. გარემარბი ნელ-ნელა კრეფს ფორმას და ადაპტაციას გადის "სამეფო კლუბში", რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტი უნდა იყოს, პირველ რიგში, კარლო ანჩელოტისთვის. უელსელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც შეგვიძლია შევრაცხოთ. კრიშტიანუ რონალდუ სამმატჩიანი დასვენების შემდეგ დუბლით დაბრუნდა. როგორც მოგეხსენებათ, მან დისკვალიფიკაცია ესპანეთის ჩემპიონატში მიიღო. პორტუგალიელს საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა უთამაშებლობამ მაინც თავისი ქნა და მადრიდელთა ვარსკვლავს ამ თამაშში რეალიზების მაღალი მაჩვენებელი არ ჰქონია. "რეალის" 7-იანმა 90 წუთი ითამაშა და "ატლეტიკოსთან" თამაშს მომზადებული შეხვდება. აუცილებლად უნდა ითქვას ქარიმ ბენზემას შესახებაც, რომელიც აშკარად პროგრესირებს. ფრანგმა გარდა ორი გოლის გატანისა, მონაწილეობა მიიღო სხვა საგოლე ეპიზოდებშიც. ამრიგად, "რეალი" საპასუხო მატჩს დამშვიდებული ხვდება. კარლო ანჩელოტის უკვე შეუძლია 1/4 ფინალზე ფიქრი. "შალკე" 1:6 "რეალი" გოლები: ჰუნტელაარი 90 – ბენზემა 13, 57, ბეილი 21, 69, რონალდუ 52, 89 "შალკე": ფარმანი, ჰიოვედესი, მატიპი, სანტანა, კოლაშინაცი (ფუქსი 76), ნოიშტედტერი, ბოატენგი (გორეტცკა 59), დრაქსლერი, მაიერი, ფარფანი (ობასი 73), ჰუნტელაარი. "რეალი": კასილასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო, ალონსო (ილიარამენდი 74), მოდრიჩი, დი მარია (ისკო 67), ბეილი (ხესე 80), რონალდუ, ბენზემა. გაფრთხილება: ჰიოვედესი, ჰუნტელაარი – დი მარია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

თანხმობა იუვენტუსს, ნაპოლის ხელმძღვანელობა გაბრაზებულია

"ნაპოლის" თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი "იუვენტუსში" გადასვლას დათანხმდა.

დღეს, 21:46

"არსენალმა ობამეიანგის შენარჩუნებისთვის სხვები უნდა გაწიროს", - ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ალან სმიტმა "არსენალის" ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა.

დღეს, 21:42

იკარდი: "პირველივე დღიდან მინდოდა პსჟ-ში დარჩენა"

მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენში" დარჩენა პირველივე დღიდან უნდოდა.

დღეს, 21:27

ESPN: ობამეიანგმა არსენალს მთხოვნები წაუყენა

"არსენალი" თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

დღეს, 21:18

შეთავაზება მზადაა, ინტერი ალექსის სანჩესის შესყიდვას გეგმავს

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი "ინტერში" იჯარით ასპარეზობს.

დღეს, 21:13

ჰოლანდი მომავალი სეზონიდან დორტმუნდში ახალი ნომრით იასპარეზებს

"დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას ახალი ნომრით დაიცავს.

დღეს, 20:36

"კლუბის მოდელის გამარტივებაა საჭირო", - ბარსელონას ექს-პრეზიდენტი

"ბარსელონას" ექს-პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კლუბის სტრუქტურაზე ისაუბრა.

დღეს, 20:30

"კლუბში ყველა ბედნიერია", - კანი სანეს ბაიერნში გადასვლას გამოეხმაურა

ოლივერ კანმა "ბაიერნში" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ლეროი სანეს გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 20:25

შეთავაზება მზადდება, ჩელსი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

"ჩელსი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კაი ჰავერცისთვის ბრძოლას აგრძელებს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

დღეს, 19:30

კეპა არისაბალაგას მორიგი მსურველი გამოუჩნდა

"ჩელსის" გოლკიპერი, კეპა არისაბალაგა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

დღეს, 19:12

კიტეიშვილი და ტაბიძე ავსტრიასა და რუსეთში კვლავ გამორჩეულები არიან

ქართველი ფეხბურთელები ჯემალ ტაბიძე და ოთარ კიტეიშვილი იმ ქვეყნებში, სადაც თამაშობენ, კვლავ გამორჩეულები არიან.

დღეს, 18:57

ბელგიაში ფეხბურთი დაბრუნდა: ქვილითაიამ პირველივე მატჩში გაიტანა [VIDEO]

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ბელგიაში ფეხბურთი განახლდა და გუნდები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.

დღეს, 17:13

ხაბიბის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი, აბდულმანაპი 57-წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი - კორონავირუსი.

დღეს, 16:34

დემბელეს უცვლელი მეწყვილე ლაზარეთში - უმტიტიმ მორიგი ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი კვლავ ტრავმირებულია.

დღეს, 16:23

მოურინიოს კოშმარული შედეგი ტოტენჰემში

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის განვლილ ტურში "ტოტენჰემი" დამარცხდა "შეფილდ იუნაიტედთან", ანგარიშით 1:3.

დღეს, 16:01

დე ბრუინმა ბუნდესლიგაში დამყარებული პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" განადგურებაში მონაწილეობა მიიღო კევინ დე ბრუინმაც, რომელმაც მოწინააღმდეგეს 11-მეტრაინი გაუტანა.

დღეს, 15:48

გვარდიოლა: მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველის მწვრთნელი ვარ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა:

დღეს, 15:36

მიზეზი, რის გამოც ბართომეუს არ სურს ხავის დანიშნვა

პრესაში აქტიურად იწერება კიკე სეტიენის "ბარსელონადან" გათავისუფლების შესახებ. ესპანეთი თავკაცის პოტენციურ შემცვლელად

დღეს, 15:26

ლივერპული? არა, მაგრამ ტიაგო ბაიერნს უკვე დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, პრესა აქტიურად წერს მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში"

დღეს, 15:15

პირველი სისხლი - ის, რასაც სტერლინგი 5 წელი ვერ ახერხებდა

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ფარგლებში "მანჩესტერ სიტიმ" გაანადგურა "ლივერპული", ანგარიშით 4:0.

დღეს, 14:42

Nike-მა ბარსელონას ახალი ფორმა გაყიდვიდან ამოიღო, მიზეზი - დაბალი ხარისხი

Nike-ის ოფიციალურ მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში უნდა შესულიყო "ბარსელონას" ახალი ფორმა, მაგრამ ასე არ მოხდა.

დღეს, 14:29

ნოიერსა და ობლაკზე წინ - კურტუას საუკეთესო შედეგი ევროპის ტოპ-5 ლიგაში

"ხეტაფესთან" მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას ლა ლიგაში 16 მშრალი მატჩი დაუგროვდა.

დღეს, 14:09

ნევილმა სიტი-ლივერპულის ყველაზე სუსტი მოთამაშის შესახებ: "სრული კოშმარი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" შეხვედრის ყველაზე სუსტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 13:52

მშვიდობით, კოუტინიო - სანეს ნომერი ბაიერნში ცნობილია

ადიდასის ოფიციალური ტვიტერის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის, ლეროი სანეს სათამაშო ნომერი ცნობილია.

დღეს, 13:42

ფაბრეგასი: "იმის გათვალისწინებით, რომ სამი დღეა არ უძინიათ, ლივერპული ძალიან კარგად თამაშობს"

„მანჩესტერ სიტისთან" მატჩში „ლივერპულის" გამანადგურებელ მარცხს, ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ირონიულად გამოეხმაურა.

დღეს, 12:50

რივალდო: "ვერ ვხვდები, რატომ ეძლევა გრიზმანს ასე მცირე სათამაშო დრო"

„ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ, ანტუან გრიზმანის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:30

პრაქტიკულად შეთანხმებულია! ტიაგო ალკანტარა ახალ გუნდს უახლოვდება - SPORT

კატალონიური გამოცემა Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 12:15

ბაიერნმა სიტის მოუბოდიშა

მიუნხენის „ბაიერნმა" „მანჩესტერ სიტის" ლეროი სანეს სურათის ნაადრევი გამოქვეყნების გამო, ბოდიში მოუხადა.

დღეს, 12:00

"პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა", - სანეს პირველი კომენტარი ბაიერნში გადასვლის შემდეგ

ნახევარმცველმა ლეროი სანემ „მანჩესტერ სიტიდან" „ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 11:55

კლოპი: "თუ იმის თქმა გინდათ, რომ კონცენტრირებულები არ ვიყავით, მიდით, მაგრამ მე გუნდის განწყობა მომეწონა"

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მანჩესტერ სიტისთან" განადგურებაზე (0:4) ისაუბრა.

დღეს, 11:49
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10