Goal.Ge

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?


დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე სტარტს იღებს ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის უკანასკნელი წარმომადგენელი - ბუნდესლიგა. გერმანიის პირველობას ხსნის ლიგის მარადიული ჩემპიონი - მიუნხენის "ბაიერნი", რომელიც სახლში "ჰოფენჰაიმს" ეთამაშება.

"რეკორდმაისტერი" როგორც ყოველთვის გათამაშების მთავარი ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერების მხრივ "ბავარიაში" კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა, წელს ეს მაინც სულ სხვა გუნდია, მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელი - ნიკო კოვაჩია.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

განვიხილოთ დეტალურად თუ რა ინოვაციების დანერგვა მოასწრო ხორვატმა სპეციალისტმა, რომელიც კლუბში გასული სეზონის ბოლოს მოვიდა.

ინტენსიური ვარჯიშები

კოვაჩი ხშირად იმეორებს, რომ თანამედროვე ფეხბურთელებს აკლიათ დატვირთვა: "ინდივიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენლები ყოველდღიურად რამდენიმე საათს ვარჯიშობენ, რატომ არ უნდა გააკეთონ ანალოგიური რამ ფეხბურთელებმაც?"

როდესაც ნიკო ფრანკფურტის "აინტრახტს" ტოვებდა, მან ბოდიშიც კი მოიხადა თავისი მეთოდების გამო: "ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და გამიგეთ თუ ვინმეს მეტისმეტად სასტიკი მოგეჩვენეთ. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევდით წარმატებას,"

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი და ჰაინკესი ბევრად უფრო მარტივად უდგებოდნენ საქმეს. იტალიელის ვარჯიშები ზოგჯერ მხოლოდ 45 წუთი გრძელდებოდა და ხშირად კარლო არც კი ესწრებოდა პრაქტიკებს.

რაც შეეხება გერმანელს, ზედმეტი ტრავმების თავიდან აცილების მიზნით, არც იუპი ტვირთავდა შეგირდებს განსაკუთრებულად. ლეგენდარული ოსტატების ფონზე ახალგაზრდა კოვაჩი მართლაც ტოვებს ტირანის შთაბეჭდილებას.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელები ჯამში 5 საათს ვარჯიშობენ და უნდა ითქვას, რომ უკმაყოფილო არავინაა. პირიქით, მოთამაშეები დატვირთვების გაზრდასაც კი ითხოვენ.

ბურთის ფლობა პრიორიტეტული არ არის

"80% შემთხვევაში ბურთის კონტროლი უსარგებლოა ან შეცდომებს იწვევს. მიზნის მისაღწევად ჩვენ სხვა მეთოდები გვაქვს," - კოვაჩი. ხორვატმა შეიმუშავა ახალი ვარჯიშები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მოედანი იყოფა 6 ნაწილად, თითოეულის სიგრძე 15 მეტრს შეადგენს. ფეხბურთელების ამოცანაა ზონების დაფარვა და პრესინგიდან გამოსვლა. ნიკოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოძრაობის სისწრაფე, მიუნხენელები მაქსიმალურად მოკლე დროში გადადიან ა-დან ბ-წერტილში.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

"ფეხბურთში გარდატეხა შეაქვთ სწრაფ და ტექნიკურ მოთამაშეებს. სწრაფი ცხოველი ჭამს ნელს, რადგან ეს უკანასკნელი უძლურია მის წინაშე. სპორტშიც ანალოგიური სიტუაციაა,"

ტრანსფერების გარეშე

"ბაიერნი" მიმდინარე ზაფხულს მხოლოდ ლეონ გორეტცკათი გაძლიერდა, რომელიც გუნდში უფასოდ მოვიდა. წინა წლებში მიუნხენელები მინიმუმ ერთ ტოპ-ტრანსფერს ახორციელებდნენ, რა მოხდა ამჯერად?

არსებობს ორი ვერსია. პირველი - "რეკორდმაისტერი" ისედაც კმაყოფილია ამჟამინდელი შემადგენლობით. მეორე - გერმანელები აგროვებენ ფულს ხამეს როდრიგესის გამოსასყიდად და ბენჟამენ პავარის შესაძენად. ორივე ტრანსფერი ჯამში 80 მილიონამდე დაჯდება.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

ყველაფრის მიუხედავად საკადრო პრობლემები მაინც იპარება - არტურო ვიდალს არ ჰყავს ღირსეული შემცვლელი, რობერტ ლევანდოვსკის - დუბლიორი. აღსანიშნავია აგრეთვე რობენი-რიბერის ფაქტორიც, ჰოლანდიელი და ფრანგი უკვე ასაკში არიან, მათი საქმის გამგრძელებლები კი არ ჩანან.

ტრანსფერების განსახორციელებლად დრო კიდევ არის, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კოვაჩმა უკვე შეალია უამრავი ძალა სწორედ ამჟამინდელ შემადგენლობას.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

არანაირი სმარტფონები

მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ვარსკვლავები მოუკლებენ ინსტაგრამში პოსტების განთავსებას, რადგან ტელეფონით სარგებლობა კლუბის ბაზის ტერიტორიაზე სასტიკად აკრძალული გახდა. კოვაჩის აზრით, ვარჯიშის დროს მისი შეგირდები მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფიქრობდნენ.

თავდაპირველად ხორვატი მხოლოდ ზეპირი თხოვნით შემოიფარგლა, თუმცა მიუნხენელებს არ მიუქცევიათ ნიკოს სიტყვებისთვის ყურადღება. დღეს, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ჯარიმაც კი არის შემოღებული. ამასთან ერთად მწვრთნელი თვლის, რომ დასხივება სერიოზულ ზიანს აყენებს მოთამაშის კონდიციებს.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

საჭმელი სიამოვნებისთვის არ არის

კოვაჩის მოთხოვნით კლუბში მოვიდა ახალი დიეტოლოგი, რომელმაც უკვე შეიმუშავა კვების პროგრამა თითოეული ფეხბურთელისთვის ინდივიდუალურად. ხორვატი მკაცრად აკონტროლებს თავისი შეგირდების რაციონს.

ამასთან ერთად "ბაიერნის" მოთამაშეები კუჭ-ნაწლავის უკეთესი მუშაობისთვის სვავენ თბილ წყალს და კრეატინკინაზის დონის გასაკონტროლებლად ყოველდღე აბარებენ სისხლს.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

ერთიანი სქემა ყველა ასაკობრივი გუნდისთვის

კლუბის აღზრდილების მთავარ გუნდში გადაყვანა - მსგავსი რამ უკვე დიდი ხანია არ შეინიშნება "რეკორდმაისტერში". კოვაჩმა ამაზეც იზრუნა - წლევანდელ სეზონში "ბაიერნის" აბსოლიტურად ყველა ასაკობრივი კოლექტივი ითამაშებს ერთი და იგივე ტაქტიკით.

ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მარტივი გახდეს ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირება. 18 წლის იუნიორი ზუსტად იგივე ვარჯიშებს გაივლის რობენთან, ლევანდოვსკისა და სხვებთან, რასაც თანატოლებთან.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

მოტივაცია გერმანიის ნაკრების წევრებისთვის

ნოიერს, მიულერს, ჰუმელსსა და ბოატენგს რაც შეიძლება მალე სურთ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დავიწყება. "ბუნდესთიმის" ამჟამინდელი წევრები არასდროს შერცხვენილან ისე როგორც რუსეთში. ცხადია თითოეულ მათგანს კარიერული რევანშის აღება სურს.

"კოშმარული მუნდიალის შემდეგ ჩვენ არნახულად მოტივირებულები ვართ. ერთი სული გვაქვს თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი," - მიულერი.

დიეტა, სმარტფონების აკრძალვა და ბევრი ვარჯიში - როგორ ცვლის კოვაჩი ბაიერნს?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტიბო კურტუას ბრწყინვალე სეივი სელტასთან მატჩის გადამწყვეტ მომენტში [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევების შემდეგ, „სელტას“ ანგარიშის გატანაბრების შანსი რამდენიმე წამში მიეცა.

დღეს, 15:01

პერესი ბეილს პირადად შეხვდა - შეხვედრის დეტალები ცნობილია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდში გარეტ ბეილის დარჩენას მხარი დაუჭირა.

დღეს, 14:53

"ალბათ, როდრიზე დაჯარიმების დროს, ვიდეორეფერის ხალხი ყავას მიირთმევდა" - გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:47

აზარის გარეშე, თანაც ბეილით - გამარჯვება სახელად "მოლოდინი სხვა იყო"

მადრიდის "რეალი" თავის გულშემატკივრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეიფორიაში ტოვებს.

დღეს, 14:19

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია.

დღეს, 12:58

ვან პერსი: "მე და არსენალი რვა წელი დაქორწინებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოლი ჩემგან დაიღალა"

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, გუნდიდან წასვლის და „მან.იუნაიტედში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 12:43

კაზემირო: "ბეილს სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიეცეს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი გუნდში უნდა დარჩეს.

დღეს, 12:34

პოჩეტინო: "მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:26

მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.

დღეს, 11:15

როდის გააძევეს მოდრიჩი ბოლოს?

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში მოულოდნელი ფაქტი მოხდა:

დღეს, 10:49

ლუკაკუმ კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა

შეგახსენებთ, რომ პრესაში რომელუ ლუკაკუს თაობაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 10:34

დადასტურდა: კავანის ახალი გუნდი ცნობილია

ედინსონ კავანის ახალი გუნდი ოფიციალურად ცნობილი გახდა.

დღეს, 10:22

ხაბიბი: "კონორის ადგილი ციხეშია"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ურტყამს კონორ მაკგრეგორი მოხუც კაცს.

დღეს, 10:14

ტიტე: "ნეიმარი პსჟ-ს გადაწყვეტილებას ელოდება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:02

რაკიტიჩი თუ ვიდალი? ინტერში გადაწყვეტილება მიიღეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" თვალი დაადგა "ბარსელონას" ორ ნახევარმცველს: ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს.

დღეს, 09:47

მილიკი კონკურენტ გუნდში?

Sky Sport Italia-ს ცნობით, არკადიუშ მილიკს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 09:37

ბაიერნმა სანეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 09:26

მანჩესტერული დერბი სანჩოს ხელში ჩაგდებისთვის 2020 წელს დაიწყება

Daily Mail-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯეიდონ სანჩო 2020 წელს გუნდს დატოვებს.

დღეს, 09:18

სანჩესი ლუკაკუს თანაგუნდელი ისევ გახდება?!

Sky Sport Italia-ს ცნობით, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 09:11

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

დღეს, 05:23

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

დღეს, 05:08

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

დღეს, 04:53

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

დღეს, 04:40

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

დღეს, 04:24

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

დღეს, 04:09

შოთა არველაძე სნეიდერს დაემშვიდობა

რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:45

საბურთალო ერთ–ერთმა ლიდერმა დატოვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 03:40

კაზემირო: "ბეილი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება"

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ გარეთ ბეილი ამ სეზონშიც მადრიდის "რეალში" ითამაშებს.

დღეს, 03:37

ბეილის საოცარი სტატისტიკა სელტასთან

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სელტას" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

დღეს, 03:33

სტერლინგმა კარიერის რეკორდი დაამყარა

ქალაქელთა მხრიდან პირველი გოლი ინგლისლმა შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.

დღეს, 03:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10