ავტორიზაცია

კოვაჩმა გერმანელ მსაჯებს სიმკაცრისკენ მოუწოდა

კოვაჩმა გერმანელ მსაჯებს სიმკაცრისკენ მოუწოდა
თარიღი 17 Sep 2018, 23:02
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, საკუთარი მოთამაშეების ხშირ ტრავმიანობაზე ემოციური განცხადება გააკეთა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი - სპორტის კონტაქტური სახეობაა. აქ ტრავმების გარეშე გამორიცხულია, მაგრამ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც უნდა ვიზრუნოთ.

როდესაც საქმე მოტეხილობამდე მიდის, მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ის, რომ "ბაიერნი" მუდმივად კარგავს მოთამაშეებს, ეს ნორმალური მოვლენა არ არის.

რა თქმა უნდა, სხვა კლუბებიც იჩაგრებიან. ჩვენ სამი მოთამაშე დავკარგეთ და ძალიან პატარა არსენალი დაგვრჩა. ეს ძალიან მაღელვებს, მაგრამ წუწუნი არ ღირს, ვინაიდან "ბაიერნში" მაღალი კლასის ფეხბურთელები ირიცხებიან", - განაცხადა 46 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის პირველ ტურში კინგსლი კომანა დაკარგა, ხოლო გასულ უქმეებზე ლევერკუზენის "ბაიერთან" შეხვედრაში კორენტენ ტოლისო და რაფინია დაიმტვრნენ.