Goal.Ge

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?


2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

კარლო ანჩელოტი ტრიუმფალურად დაბრუნდა სერია ა-ში. ორი ტურის შემდეგ მის მიერ გაწვრთნილ "ნაპოლის" 100%-იანი შედეგი აქვს, თანაც ისეთი დრამატული სიუჟეტით, რომ "Netflix"-ის სერიალების სცენარისტებსაც კი შეშურდებათ.

"ლურჯებმა" მოახდინეს უკვე ორი ქამბექი პრინციპული მეტოქეების წინააღმდეგ. იტალიის ჩემპიონატის პირველ რაუნდში "ნაპოლი" 45-ე წუთამდე აგებდა რომის "ლაციოსთან" გასვლაზე, თუმცა მოგვიანებით ანჩელოტის გუნდმა 2 გოლი გაიტანა და დედაქალაქიდან 3 ქულა წაიღო.

ლაციო-ნაპოლი 1:2



დაახლოებით ანალოგიური რამ გუშინაც მოხდა, მაგრამ უფრო ეპიკური სიუჟეტით - "სამხრეთელები" საკუთარ მოედანზე 49-ე წუთამდე მარცხდებოდნენ "მილანთან" ანგარიშით 0:2, მეორე ტაიმის მსვლელობისას კი 3 ბურთის შეგდება მოახერხეს.

ისეთი შეგრძნებაა თითქოს "ნაპოლის" არ შეუძლია წაგება. სანამ ტურინის "იუვენტუსი" კლასის ხარჯზე ამარცხებს მეტოქეებს, "ლურჯები" იგივე რაღაცას დაუვიწყარი სანახაობის თანხლებით ახერხებენ. რაში მდგომარეობს "ნაპოლის" საიდუმლო?

ნაპოლი-მილანი 3:2



სატრანსფერო ფანჯარა

ფეხბურთელების შეძენის მხრივ "სამხრეთელები" ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურებიან ვიდრე "იუვე", "ინტერი" ან "მილანი". ცნობილი ახალწვეულებიდან გამოსარჩევია ოსპინა, ვერდი და რუისი. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვარსკვლავის სტატუსით არცერთი მათგანი არ ჩამოსულა ნეაპოლში.

რაც შეეხებათ კლუბიდან წასულებს, მათი სახელები უფრო შთამბეჭდავია. მიმდინარე ზაფხულს "სტადიო სან პაოლო" დატოვეს ჟორჟინიომ და რეინამ, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ გუნდის წამყვანი მოთამაშეები.

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" არც უყიდია ლონდონის "ჩელსიში" გადასული ფეხბურთელის შემცვლელი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. ჟორჟინიოს მემკვიდრე გუნდში არის, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით.

ახალი მწვრთნელი

სამხრეთული კლუბის მთავარი სიმდიდრე იმალება არა ფეხბურთელებში, არამედ მთავარ მწვრთნელში. როგორც მოგეხსენებათ გუნდი დატოვა მაურიციო სარიმ, რომელიც ჟორჟინიოს მსგავსად აგრეთვე "ჩელსიში" აღმოჩნდა, უფრო სწორედ პირიქით.

სარიმ მართლაც ძალიან კარგი კოლექტივი შექმნა "ნაპოლისგან", თუმცა მაურიციოს ხელში "ლურჯებმა" ვერაფერი მოიგეს. სიტუაციის გამოსასწორებლად აურელიო დე ლაურენტისმა მოიყვანა ადამიანი-ტიტული - კარლო ანჩელოტი.

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

3 ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა სპეციალისტმა უკვე მოასწრო თავისი საყვარელი "მილანისა" და ოთხეულისთვის მებრძოლი "ლაციოს" დამარცხება. რა თქმა უნდა სერია ა მხოლოდ ახლა დაიწყო და დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, თუმცა კარლომ უკვე დაარწმუნა ყველა, რომ "ნაპოლი" ნამდვილად მრისხანე ძალაა.

ტაქტიკა

ფორმაციის თვალსაზრისით ანჩელოტის არ განუხორციელებია კარდინალური ცვლილებები - ძალაშია კვლავ ვინგერებზე აქცენტირებული 4-3-3. სიახლე იმალება მწვრთნელის მუშაობის პროცესში და მის პრინციპებში. სარი იყო უტიტულო სპეციალისტი, რომელიც დგამდა შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს, კარლო კი პირველ რიგში შედეგზეა ორიენტირებული.

ცნობისთვის ერთი ტაქტიკური ცვლილება ანჩელოტიმ მაინც განახორციელა. ჟორჟინიოს წასვლის შემდეგ მისი ადგილი ვაკანტური გახდა, იტალიელ თავკაცს არ უძებნია შემცვლელი, მან გამოსავალი არსებულ შემადგენლობაში იპოვნა - კარლომ "სკუადრა აძურას" წევრის ადგილას მარეკ ჰამშიკი გაამწესა.

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

დიახ, სლოვაკმა ნახევარმცველმა პოზიცია შეიცვალა. "ნაპოლის" ლიდერი აღარ არის შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონიდან ჰამშიკს ჩაბარებული აქვს საყრდენი ზონა.

აღნიშნული რეფორმით ანჩელოტი გვახსენებს თავის "მილანს" და კერძოდ ანდრეა პირლოს. ლეგენდარული მაესტრო თავის დროზე აგრეთვე შემტევი იყო, თუმცა კარლომ ის მოედნის სიღრმეში გადაწია და მოგვიანებით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველადაც აქცია.

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

მოტივაცია

სარის ხელში "ნაპოლის" ჰქონდა ორი ნაკლი. პირველი - "ლურჯები" სისხლს უშრობდნენ კალჩოს გიგანტებს, მაგრამ უაზროდ კარგავდნენ ქულებს საშუალო დონის გუნდებსა და აუტსაიდერებთან. დიახ, ლამაზად თამაშის მიუხედავად სამხრეთული კლუბი ჯამში არასტაბილური იყო, ზემოთნახსენები უტიტულობაც სწორედ ამის ბრალია.

მეორე - "ნაპოლიმ" არ იცოდა ევროთასებზე ასპარეზობა. მაურიციო ბანალურად აყენებდა სერია ა-ს მოგებას ჩემპიონთა ლიგაზე წინ, რის შედეგადაც "სამხრეთელები" ფაქტიურად სპეციალურად ვარდებოდნენ ევრო-ტურნირებიდან, სეზონის ბოლოს კი სკუდეტოს გარეშეც რჩებოდნენ.

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

ანჩელოტისთვის მსგავსი მეთოდები უცხო ხილია. კარლო ყველა ფრონტზე იბრძოლებს და იმ შემთხვევაში თუ არსებული რესურსი მას არ მისცემს აღნიშნულის შესაძლებლობას, "ნაპოლი" მაინც არ შერცხვება "შახტართან" ან "ლაიფციგთან".

ყველაფერთან ერთად "სტადიო სან პაოლოზე" დამსწრე პუბლიკას უკვე ძალიან მოენატრა ტიტულის მოგებით გამოწვეული ბედნიერება. ვნახოთ, რას მიაღწევენ "ლურჯები" ახალი დამრიგებლის ხელში.

2 ქამბექი და ახალი პირლო - როგორ იბრძვის ჩემპიონობისთვის ანჩელოტის ნაპოლი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10