Goal.Ge

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!



ჟოზე მოურინიოს იმდენად უნდოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა, რომ მან თავის დროზე ედ ვუდვორდს 6-ფურცლიანი წერილი გაუგზავნა, რომელშიც პორტუგალიელმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ თუ რატომ უნდა შეჯერდეს არჩევანი სწორედ მასზე.

"ემიუს" იმ პერიოდში ჯერ კიდევ ლუი ვან გაალი წვრთნიდა და დღეს ჰოლანდიელი სპეციალისტი სამსახურის დაკარგვაში სწორედ მოურინიოს ადანაშულებს. ლუი შურისძიებასაც კი გეგმავს - პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდის ჩაბარება და "მანჩესტერის" დამცირება.

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!

ვან გაალის ნატვრას ახდენა არ უწერია, რადგან უდიდესი ალბათობით სანამ ის ეპლში დაბრუნდება, ჟოზე იმ დროისთვის უკვე დათხოვილი იქნება "იუნაიტედიდან". დიახ, პორტუგალიელის გაშვების ალბათობა ტურიდან-ტურამდე იზრდება.

"ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის პერიოდში მოურინიომ არ უღალატა თავის ტრადიციას და კვლავ რამდენიმე ფეხბურთელი გადაიმტერა. 2017 წლის გაზაფხულზე ჟოზე აქებდა იბრაჰიმოვიჩსა და მატას, მაგრამ პირდაპირი ტექსტით აკრიტიკებდა მხითარიანს, რეშფორდს, მარსიალსა და ლინგარდს.

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!

ერთი წლის შემდეგ "მანჩესტერმა" ინგლისის თასზე დაამარცხა "ბრაიტონი", თუმცა პორტუგალიელის მატჩის შემდგომი კომენტარი მთლიანად მიძღვნილი იყო ლიუკ შოუს გალანძღვას.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოს გამოუსწორდა ურთიერთობა ბრიტანელთან, წლევანდელი სეზონიდან შოუ რეგულარულად ხვდება "იუნაიტედის" ძირითადში, მაგრამ რა ხდება დანარჩენებთან? მარსიალმა საბოლოოდ გადაინაცვლა ჟოზეს შავ სიაში, მხითარიანს საერთოდ წასვლა მოუწია, ათვალწუნებულთა რიცხვს კი პოლ პოგბაც მიემატა.

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!

ფრანგი ნახევარმცველი მთელი განვლილი სეზონის მანძილზე წუწუნებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ესმის პორტუგალიელის მოთხოვნები. მოურინიო საპასუხოდ პოგბას სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ჟოზემ განაცხადა, რომ პოლი ნაკრებში უფრო ბევრს შრომობს ვიდრე კლუბში. ფრანგს მთელი ზაფხულის მანძილზე დასტრიალებდა "ბარსელონა" და უნდა ითქვას, რომ კატალონიაში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად პოგბა იყო.

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!

პორტუგალიელმა დაბლოკა "მანჩესტერის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ტრანსფერი, შედეგად კი მიიღო მორიგი ცივი ომის პორცია. აშკარაა, რომ პოლსა და მოუს აღიზიანებთ ერთმანეთი, ყველაფერი უნდა დასრულდეს ან პოგბას "ბლაუგრანაში" გადასვლით ან ჟოზეს დათხოვნით (უფრო მეორე).

ფეხბურთელების გარდა პორტუგალიელმა კლუბის ხელმძღვანელობასთანაც იჩხუბა, მიზეზი - სუსტი სატრანსფერო კამპანია. მოურინიო აქტიურად ითხოვდა ვუდვორდისგან ცენტრალური მცველის შეძენას, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი არც კი დაინტერესდა მწვრთნელის ვიშ-ლისტით.

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!

როგორც ჩანს ედს თავისი პრინციპები გააჩნია, რომელიც ჟოზეს სურვილებზე მაღლა დგას. რაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ როდესაც დამრიგებელს ურთიერთობა უფუჭდება აბსოლიტურად ყველასთან - ის განწირულია.

"ტოტენჰემთან" მატჩის წინ ჯეიმი კარაგერმა განაცხადა: "თუ მოურინიოს "მანჩესტერიდანაც" გაუშვებენ, მას დაეკეტება გზა ტოპ-კლუბებისკენ," "ლივერპულის" ლეგენდა ცნობილია თავისი "ფილოსოფიური თეორიებით", მაგრამ ამჯერად ის მართალს იძახის.

"ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც კი არ ცდება" - მოურინიოს დღეები დათვლილია?!

2010 წლის შემდეგ ჟოზე უკვე მესამედ იმყოფება სამსახურის დაკარგვასთან ახლოს, "იუნაიტედამდე" პორტუგალიელი გაუშვეს "რეალიდან" და "ჩელსიდან". მოუს რეპუტაცია არნახული ტემპით ეცემა.

მილანის "ინტერი" იყო უკანასკნელი გუნდი ერთ დროს "განსაკუთრებული" მწვრთნელის კარიერაში, რომელთან ერთადაც მან სერიოზულ წარმატებას მიაღწია. "ნერიაძურის" შემდეგ მოურინიოს ცხოვრებაში დაიწყო კონფლიქტები, სკანდალები, იმედგაცრუებები და ბევრი წუწუნი.

ბრიტანეთში ხუმრობენ, რომ ცხოვრებაში ერთხელ კარაგერიც არ ცდება. ფაქტია, რომ ვიღაც ნოუნეიმთან მარცხი ("ბრაიტონთან") და პრინციპულ მეტოქესთან სახლში განადგურება - პირდაპირი გზაა უმუშევრობისკენ.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - მანჩესტერი-ტოტენჰემი 0:3


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10