ავტორიზაცია

მიულერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

მიულერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
თარიღი 20 Sep 2018, 19:50
ლისაბონის "ბენფიკასთან" გუშინდელი მატჩი მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველისთვის, თომას მიულერისთვის, საიუბილეო გამოდგა.

29 წლის გერმანელმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერის" მაისურით თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა და ისტორიაში შევიდა.

მიულერი გახდა მხოლოდ მესამე გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 შეხვედრა დააგროვა. აქამდე ეს "ბაიერნის" ლეგენდებმა, ოლივერ კანმა (103) და ფილიპ ლამმა (112) გააკეთეს.

თომას მიულერი "ბაიერნის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თავის მეათე სეზონს ატარებს.

ასევე იხილეთ:

რონალდუ მოედნიდან გააძევეს

სალაჰს გამარჯვება არ გაუხარდა? - ეგვიპტელის უცნაური რეაქცია

"ნეიმარი დაცვაში სუსტია", - კლოპმა ახსნა თუ როგორ მოუგო პსჟ-ს