Goal.Ge

"რეკორდმაისტერის აღზევება" - ნაწილი მეოთხე



რეკორდების პირველი წელი იუპ ჰაინკესის გუნდი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოვიდა, რაც სამი ტურნირის ბოლო ეტაპებზე წაგებისგან იყო გამოწვეული. ბაიერნის ფეხბურთელებში თვიდდაჯერებულობამ იმატა. ფსიქოლოგიური მომზადება მაღალი დონის იყო, ფიზიკური მომზადებით კი რეკორდმაისტერს ბადალი არ ჰყავდა არც გერმანიაში და არც მის ფარგლებს გარეთ. არსებობდა ორი მცირე პრობლემა შემადგენლობის მხრივ: კერძოდ ცენტრალური ნახევარმცველი ლუის გუსტავო კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბაიერნს უფრო მაღალი დონე ესაჭიროებოდა, ჰოლგერ ბადშტუბერი ძალიან დიდი ხნით დაიმტვრა, ვან ბუიტენი კი ასაკში შევიდა და ამიტომ ახალი ცენტრალური მცველიც საჭირო იყო. ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებში მოთამაშე თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩიც მოექცა მიუნხენელთა ყურადღების ცენტრში. საბოლოო ჯამში ამ სეზონში ბაიერნმა შემადგენლობა შემდეგნაირად გადაახალისა: დაცვის ცენტრში ჯერომ ბოატენგს მიონხენგლადბახიდან გადმობარგებული ბრაზილიელი დანტე შეუწყვილდა, რომელიც წინა სეზონის ბუნდესლიგის უდავოდ გამორჩეული მცველი იყო. ნახევარდაცვაში შვაინშტაიგერის გვერდით სარეკორდო თანხად შეძენილი ბილბაოს ატლეტიკის უნივერსალი ხავი მარტინესი დადგა. დანარჩენი იგივე დარჩა, ერთადერთი ის მოხდა, რომ მარიო გომესის ძირითადიდან ამოგდება მალევე შეძლო მარიო მანჯუკიჩმა, ხოლო ბაიერნის ძველი გოლეადორი კლაუდიო პიზარო, რომელიც უკვე 35 წლის ასაკში იმყოფებოდა, საკმაოდ კარგი ვარიანტი იყო იმისთვის, რათა გომესს თუ მანჯუკიჩს დაესვენათ. უნდა ითქვას რომ პიზაროს გოლის ალღო არ დაუკარგავს და მეტიც, საკმაოდ ლამაზი თამაშითაც დაგვამახსოვრა თავი. კიდევ ერთი კარგი შენაძენი გააკეთა ბაიერნმა, კერძოდ ბაზელიდან ხედრან შაქირი გადმოიფორმა. რიბერის, რობენისა თუ კროოსის შეცვლის იდეალური კანდიდატი. ჰაინკესისეულ ბაიერნში ძირითადში ადგილი ორ მთავარ პოზიციაზე, ფლეიმეიკერისა და ცენტრფორვარდის პოზიციებზე, არავის ჰქონდა გარანტირებული. მიულერსა და კროოსს შორის, ასევე მანჯუკიჩსა და გომესს შორის მძაფრი კონკურენცია იყო, რაც მაღლა სწევდა მათ მონდომებას. ახალგაზრდა შაქირი კი შემოსვლის პირველივე წუთებიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მართლაც დიდი მომავლის ფეხბურთელია. მოკლედ ბაიერნის სათამაშო სქემა იგივე დარჩა, მაგრამ გაცილებით მეტი თავისუფლება მიეცა შეტევის ხაზს. მარტინესი–შვაინშტაიგერის კედლის გადალახვა ფაქტობრივად წარმოუდგენელი ამოცანა იყო მეტოქეთათვის, რაც ლამსა და ალაბას აძლევდა საშუალებას თავისუფლად წასულიყვნენ წინ. ეს გახდა კიდეც ჰაინკესის ბაიერნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩმა დაიწყო უდიდესი შავი სამუშაოს შესრულება, იგი მუდმივად იბრძოდა პირველ ბურთზე და ნებისმიერ მაღალ ჩაწოდებაზე, მეტწილად გამარჯვებულიც გამოდიოდა და ბაიერნს ბურთს უნარჩუნებდა. მანჯუკიჩის და სხვა ფეხბურთელების ძალისხმევით ბაიერნი ბურთის ფლობის უპირატესობას აბსოლუტურად ყველა თამაშში ფლობდა, გარდა ბარსელონასთან ორი თამაშისა, სადაც, რეალურად არც კი სჭირდებოდა ეს. Screenshot - 2_19_2014 , 5_43_31 PM კიდევ უფრო დაიხვეწა პრესინგი.ამის ყველაზე ნათელი დადასტურება იუვენტუსთან ჩატარებული მეოთხედფინალები იყო. მიუნხენელთა მხრიდან შევიწროებული ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც ბუფონი და კიელინი არიან, ხშირ შემთხვევაში არაზუსტ პასებს აკეთებდნენ. ერთ–ერთ მომენტში, სრულიად მშვიდ სიტუაციაში მიუნხენელთა მოულოდნელმა პრესინგმა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეა პირლოც კი დააბნია. საბოლოო ჯამში ბაიერნის თამაშის სამი ელემენტი – ბურთის ხარისხიანად ფლობა, პრესინგი და განაპირა მცველთა შეტევაში ჩართვა, ყველაზე ძლიერი ფეხბურთის შემქმნელი გახდა, რასაც ერთი მარტივი ფაქტი ადასტურებს – გასულ სეზონში გრანდებიდან ვერავინ შეძლო მიუნხენელთა დამარცხება. ჩელსისთან ფინალის შემდეგ, ბაიერნს ორი ცუდი თვისება დასჩემდა: ერთი იყო პენალტების გაფუჭების მაღალი პროცენტი, ხოლო მეორე კუთხურიდან გაშვებული გოლები. პენალტები ამ სეზონის გადამწყვეტ მატჩებში არ გვინახავს, რაც შეეხება კუთხურიდან გაშვებულ გოლებს, ბაიერნმა ზუსტად იქ გამოასწორა ეს კომპონენტი, სადაც საჭირო იყო, კერძოდ უივენტუსთან თამაშების დროს. ეს რაც შეეხებოდა რეკორდმაისტერის სათამაშო სტილსა თუ ტაქტიკას, ახლა მოკლედ გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფები, რადგან გერმანაიში ბაიერნის სრული ჰეგემონია სუფევდა, მათ ჯერ დიდი ხნით ადრე გაიფორმეს ბუნდესჩემპიონობა, და შემდეგ გერმანიის თასიც ასწიეს. არსენალი – ბაიერნი 1–3 ბაიერნი მე–20 წუთზე უკვე იგებდა 2–0ს, ამიტომ ეს თამაშიც იმ გამონაკლისებს მიეკუთვნება, რომელშიც რეკორდმაისტერს ბურთის ფლობის დაბალი პროცენტი ჰქონდა. თავი იჩინა პრობლემამ, ბაირნმა სტანდარტული სიტუაციიდან გაუშვა გოლი, თუმცა მალევე სტატუს–ქვო აღადგინა. ბაიერნი – არსენალი 0–2 ამჯერად რეკორდმაისტერი თამაშს აკონტროლებდა, თუმცა ნოიერის კარში გასული სწრაფი გოლის შემდეგ არსენალის დაცვისა და მეკარის კარგი თამაშის წყალობით, მიუნხენელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. არსენალმა 86 წუთზე გაიტანა მეორე გოლი და დრო აღარ ეყო სასწაული მოსახდენად. ეს იყო ბოლო თამაში, რომელიც მარტის დასაწყისში წააგო ბაიერნმა. იმ სეზონის დარჩენილ მატჩებში რეკორდმაისტერს მარცხის გემო აღარ გაუსინჯავს. ბაიერნი – იუვენტუსი 2–0 მიუნხენელებმა შეძლეს და მუდმივი პრესინგით დააბნიეს იუვეს ფეხბურთელები. მანჯუკიჩი–კიელინის დუელი ხორვატის გამარჯვებით უფრო ხშირად სრულდებოდა, ვიდრე იტალიელის. მიუნხენელებს გაუმართლათ კიდეც, რადგან დავიდ ალბას შორეული არცთუ ძლიერი დარტყმის შემდეგ მეკარე ბუფონმა შეცდომა დაუშვა და ადრევე გაიხსნა ანგარიში. აღსანიშნავია რიკოშეტი, რამაც ბუფონი დააბნია. მიუნხენელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და პირველი თამაში დამაჯერებლად მოიგეს. იუვენტუსი – ბაიერნი 0–2 თამაში არსებითად იგივე სტილში განვითარდა რაც წინა. იუვენტუსი იბრძოდა, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელს მანჯუკიჩის გოლმა საბოლოოდ გატეხა ბებერი სენიორა. მატჩის ბოლოს კიდევ ერთხელ აიღეს მიუნხენელებმა ტურინელთა კარი და ნახევარ ფინალის საგზური მოიპოვეს. ბაიერნი – ბარსელონა 4–0 მიუნხენელები კარგ ფორმაში შეხვდნენ მატჩს. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი თითქოს მას შემდეგ მზადდებოდა, რაც თავის დროზე კატალონიელებმა 4–0 გაანადგურეს რეკორდმაისტერი. ამის შემდეგ ბარსელონა ყოველ წელს ნახევარფინალში მინიმუმ გადიოდა, მიუნხენელებმა კი 2–ჯერ უწიეს ფინალს. ევროპის ორი საუკეთესო გუნდა ერთმანეთს, როგორც იქნა შეხვდა. ჩემი აზრით ღირს ამ თამაშებზე ოდნავ დიდხანს შეჩერება, რათა უკეთ ავხსნათ ბარსელონას ცოტა არ იყოს გაუგებარი და არალოგიკური ანგარიშით წაგება. მაგრამ მიზეზების კარგად განხილვის შემდეგ, მივხვდებით, რომ კატალონიელების ეს დამარცხება სულაც არ ყოფილა ალოგიკური. კატალონიელები ცუდ ფორმაში იყვნენ. მესი ტრამვის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო, მწვრთნელი კი ბარსას მასაჟისტი გახლდათ, ვინაიდან ტიტო ვილანოვას ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. და ზოგადად, პარალელ წყვილშიც, სადაც რეალი და დორტმუნდი ხვდებოდნენ ერთმანეთს, გერმანულმა კლუბმა მოიგო. გერმანიის ჩემპიონატი 34 ტურიანია, ესპანეთის კი 38, გარდა ამისა ბაიერნსა და დორტმუნდს დიდი ხანია გარკვეული ჰქონდათ ურთიერთობა და ბუნდესლიგის ბედიც გადაწყვეტილი იყო. ბაიერნს და დორტმუნდს ჰქონდათ შემადგენლობის დასვენების საშუალება. აქედან გამომდინარე ფორმისა და ფეხბურთელების დაღლის მხრივ უპირატესობა ბაიერნს ჰქონდა. ბარსელონა პირველ თამაშში ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ კარში მხოლოდ 3 ჯერ დაარტყა, ბაიერნის შეტევები კი მეტი სიმწვავით ვითარდებოდა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 4–0. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მიუნხენელებს მოაგებინა. იუვესთან თამაშში ტონი კროოსი დაიმტვრა, იგი თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებდა ამიტომ ფლეიმეიკერი მიულერი გახდა, რომელიც საოცარ ფორმაში შეხვდა სეზონის დასასრულს. მიულერიადა – ასე შეაფასეს მსოფლიო ფეხბურთის სპეციალისტებმა ლიგის ნახევარფინალი. ბარსელონა – ბაიერნი 0–3 მეორე თამაშში ბარსელონა ფსიქოლოგიურად გატყდა, რითაც ისარგებლა კიდევაც ბაიერნმა და მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა. შემდეგ პიკეს ავტოგოლი და ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა, ბაიერნმა 3–0 მოიგო და ფინალში გავიდა. ბაიერნი – დორტმუნდი 2–1 მიუნხენელებს 4 წელიწადში მესამე ფინალის წაგებას არავინ აპატიებდა. არიენ რობენზე კი განსაკუთრებით დიდი ზეწოლა იყო, ჰოლანდიელს გადამწყვეტ მატჩებში ცუდი გამოცდილება ჰქონდა. ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 100% იანი საგოლე შანსი გააფუჭა, ხოლო შემდეგ კი წინა სეზონის კრახი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ მესამე ნაწილში. ბაიერნს დორტმუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გადამწყვეტი რობენის ფაქტორი გამოდგა. ეს იყო თამაში სადაც არ მოიწყენდი, ყოველ წუთს იქმნებოდა მომენტი, ტაშს იმსახურებდა მანუელ ნოიერი და რომან ვაიდენფელერი. არიენ რობენმა ჯერ პირველი გოლის მომენტი ფაქტობრივად ინდივიდუალურად შექმნა და მანჯუკიჩს გაატანინა. ამის შემდეგ კი ბოლო წუთებზე გაიტანა და მიუნხენელებს 12 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოუტანა. იუპ ჰაინკესმა მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და სამწვრთნელო კარიერა ტრიპლეტით დაასრულა. ბაიერნის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ხოსეპ გვარდიოლა. ამის შემდეგ იწყება ბაიერნის რეკორდების მეორე წელი. გვარდიოლას ბაიერნზე შემდგომ სტატიაში ვისაუბრებთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერ სიტიმ მორიგი ტრანსფერი შეათანხმა - MARCA

"მანჩესტერ სიტი" უახლოეს დღეებში საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

გუშინ, 23:32

ოფიციალურად: ბარსელონამ მორიგი ტრანსფერი განახორციელა

აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 23:01

"პარიზში ბედნიერი არასოდეს ყოფილა", - ნეიმარის პსჟ-დან წასვლა ახლოვდება

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურს.

გუშინ, 22:52

რივალდო ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"ბარსელონას" ექს-ფორვარდმა, რივალდომ "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 22:46

ნეიმარი ბარსელონაში? - კატალონიელთა ფეხბურთელების პოზიცია ცნობილია

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, არ არის გამორიცხული, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

გუშინ, 21:59

რამდენი მილიონი გამოყო მანჩესტერმა ზაფხულის ტრანსფერებისთვის?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 21:53

ოფიციალურად: რეალმა რაული დააწინაურა

"რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი, რაულ გონსალეს ბლანკო დააწინაურეს.

გუშინ, 21:46

ორი ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც მილანში ახალ მწვრთნელს სურს

მოგეხსენებათ, "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გახდა.

გუშინ, 21:38

რაბიოს იუვენტუსში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, მიზეზი ცნობილია

"პსჟ"-ს ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

გუშინ, 21:33

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

აღნიშნულ ინფორმაციას ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 20:51

ხამესის ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია? - კოლუმბიელის განცხადება

"რეალისა" და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა "ნაპოლიზე" ისაუბრა.

გუშინ, 20:46

პრაქტიკულად გადაწყდა: რეალის ამომავალი ვარსკვლავის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ამომავალი ვარსკვლავი, მარტინ ედეგორი მადრიდულ გრანდს ტოვებს.

გუშინ, 20:41

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ჩელსის წამყვანი ფიგურა იუვენტუსში გადადის?

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა "იუვენტუსში" ვიხილოთ.

გუშინ, 20:34

სად გააგრძელებს კარიერას ფერნანდეში? - პორტუგალიელს 4 გრანდი ეპატიჟება

"სპორტინგის" ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.

გუშინ, 20:27

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა "ჰელსინგბორგსა" და "გიოტებორგს" შორის.

გუშინ, 19:47

რეალის 3 ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც მილანს სურს

"მილანი" შემადგენლობის გაძლიერებას მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებით გეგმავს.

გუშინ, 19:39

იუვენტუსში პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე განცხადება გააკეთეს

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერზე ისაუბრა.

გუშინ, 19:33

იუვენტუსი რეალის მორიგ ფეხბურთელს უმიზნებს - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:28

ლევან ყენია: "ევროტურნირებზე ქართულ გუნდთან ერთად? - ყველაფრისთვის მზად ვარ"

ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ ლუქსემბურგის "დუდელანჯი" ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გუშინ, 19:21

ლევანდოვსკი: "ბაიერნში ამ ტრანსფერის განხორციელებას სულმოუთქმელად ელიან"

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:21

ესაუბრა თუ არა მენდი პოგბას ან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლაზე?

"რეალის" ახალწვეულმა, ფერლან მენდიმ მადრიდული კლუბის პოტენციური ტრანსფერები შეაფასა.

გუშინ, 19:16

ბარსელონამ დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეს მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 18:36

სარის იუვენტუსში შესაძლოა ჩელსის ერთ-ერთი ფეხბურთელიც მიჰყვეს

მაურისიო სარის შემდეგ, "იუვენტუსს" "ჩელსიდან" შესაძლოა ერთ-ერთი ფეხბურთელიც შეუერთდეს.

გუშინ, 18:29

მანჩესტერ იუნაიტედმა 55 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი შეათანხმა

აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა პირადად ოლე გუნარ სოლსკიაერს სურდა.

გუშინ, 18:19

ოფიციალურად: ინტერმა ერთდროულად ორი ტრანსფერი განახორციელა

"ინტერი" ოფიციალურ საიტზე ორი ფეხბურთელის კონტრაქტის შესყიდვას ადასტურებს.

გუშინ, 18:14

იუვენტუსს საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" საინტერესო ტრანსფერი ჩაეშალა.

გუშინ, 18:08

პსჟ-მ იუვენტუსი უარით გაისტუმრა

ფრანგული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" მარკინიოსის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერი ჩაშალა.

გუშინ, 17:46

მამუკა კობახიძის შემდეგ, ტორპედო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

რამდენიმე დღის წინ, მამუკა კობახიძემ "ტორპედო" დატოვა და კარიერას "დინამო ბათუმში" გააგრძელებს.

გუშინ, 17:37

ბილია: "მუნდიალზე განცდილი ფიასკო სამპაოლის ბრალია"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა.

გუშინ, 17:23

რა თანხა გამოუყვეს სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის?

ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ულე-გუნარ სოლსკიაერს ტრანსფერებისთვის ფული გამოუყო.

გუშინ, 17:09

ყველა სიახლე