Goal.Ge

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!


რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

როგორც მოგეხსენებათ 30 აგვისტოს შედგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა და უნდა ითქვას, რომ ნიონში გამართულმა საღამომ ყველა მოლიდინს გადააჭარბა.

გვაქვს მინიმუმ 3 სუპერ-ოთხეული, მსგავსი რამ დიდი ხანია არ ყოფილა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. დეტალურად განვიხილოთ 32-ვე მონაწილის ბედი.

A ჯგუფი (ატლეტიკო, დორტმუნდი, მონაკო, ბრიუგე)
მთავარი მოვლენა: ფალკაო ატლეტიკოს წინააღმდეგ

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

კოლუმბიელი ფორვარდი უპირისპირდება გუნდს, რომელშიც თავის დროზე ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოპ-კლასის თავდამსხმელად. რაც შეეხება დანარჩენებს, "ბრიუგე" აშკარა აუტსაიდერის როლშია, "ატლეტიკო", "დორტმუნდი", "მონაკო" კი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ პლეი-ოფის საგზურისთვის.

B ჯგუფი (ბარსელონა, ტოტენჰემი, პსვ, ინტერი)
მთავარი მოვლენა: ბარსელონას მოსალოდნელი რევანში ინტერზე 2010 წლის 1/2 ფინალის გამო

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

პირველი "სიკვდილის ჯგუფი", რომელიც საოცარ ბატალიებს გვპირდება. "ბლაუგრანა" აუცილებლად ეცდება "ნერიაძურის" დარბევას მტკივნეული მოგონებების გამო. ჯგუფში აგრეთვე "ტოტენჰემიც" ფიგურირებს, რომელიც სრულიად დამსახურებულად ითვლება ოთხეულის კიდევ ერთ ფავორიტად "ბარსასთან" ერთად. რაც შეეხება "პსვ"-ს, ჰოლანდიელები აუცილებლად იბრძოლებენ ევროპა ლიგის საგზურისთვის. დიდ ინტერესს იწვევს მესი-იკარდის პირადი დუელიც, რატომ? ამ კითხვას პასუხი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაეცა.

C ჯგუფი (პსჟ, ნაპოლი, ლივერპული, ცრვენა ზვეზდა)
მთავარი მოვლენა: ორი შემტევი სუპერ-ტრიო ერთმანეთის წინააღმდეგ

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

ერთ მხარეს არიან ნეიმარი, მბაპე, კავანი, მეორე - სალაჰი, მანე, ფირმინო. მათ კი უპირისპირდება კარლო ანჩელოტი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის გემო. ეს იქნება უბრალოდ ეპიკური სანახაობა, "ცრვენა ზვეზდა" კი საზარბაზნე ხორცის როლშია.

D ჯგუფი (ლოკომოტივი, პორტო, შალკე, გალათასარაი)
მთავარი მოვლენა: კვერკველიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

ყველაზე სუსტი და უინტერესო ჯგუფი, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის ის მაინც იქნება ყურადღების ცენტრში, მიზეზი - საბა კვერკველია. ჩვენი ნაკრების მცველი პირველად მოისმენს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჰიმნს და უნდა ითქვას, რომ "ლოკომოტივის" შანსები არც ისე დაბალია, ყოველ შემთხვევაში "რკინიგზელები" ნამდვილად არ ითვლებიან განწირულებად.

E ჯგუფი (ბაიერნი, ბენფიკა, აიაქსი, აეკი)
მთავარი მოვლენა: რამდენ ხანში გაიფორმებს ბაიერნი პლეი-ოფის საგზურს?

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

მიუნხენური კლუბი აშკარა ფავორიტია, დანარჩენები კი მეორე ადგილისთვისა და ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებენ. ამ ჯგუფის შესახებ სხვას მეტს ვერაფერს ვიტყვით, ისედაც ყველაფერი ნათელია.

F ჯგუფი (სიტი, შახტარი, ლიონი, ჰოფენჰაიმი)
მთავარი მოვლენა: რამდენ ხანში გაიფორმებს სიტი პლეი-ოფის საგზურს?

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

დიახ, "ქალაქელები" "ბაიერნის" დღეში არიან. ხოსეპ გვარდიოლას თებერვლამდე ექნება დრო თავისი ექსპერიმენტებისთვის. "შახტარი", "ლიონი" და დებიუტანტი "ჰოფენჰაიმი" კი ეცდებიან მრისხანე მეტოქისა და ერთმანეთის გაოგნებას.

G ჯგუფი (რეალი, რომა, ცსკა, პლზენი)
მთავარი მოვლენა: რეალის პირველი გაელვება რონალდუსა და ზიდანის გარეშე

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

ამ ჯგუფში ყველაფერი ბანალურად არის - ორი ფავორიტი და ორი აუტსაიდერი. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 1/8 ფინალში გავლენ "სამეფო კლუბი" და "მგლები". ვნახოთ, როგორი იქნება "ახალი ბლანკოსი" ევროსარბიელზე.

H ჯგუფი (იუვენტუსი, მანჩესტერი, ვალენსია, იანგ ბოიზი)
მთავარი მოვლენა: რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ

რონალდუ მანჩესტერის წინააღმდეგ, ბარსას რევანში ინტერზე და ბევრი სხვა - საუკეთესო ჯგუფური ეტაპი ისტორიაში?!

კრიშტიანუ ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო მისი ტრიუმფალური მსვლელობა. ეს უკვე სულ სხვა "იუნაიტედია" და უნდა ითქვას, რომ არც ძველი რონალდუსგან არის რაიმე შემორჩენილი. კითხვას იწვევს ჟოზე მოურინიოს ფაქტორიც, მოესწრება თუ არა პორტუგალიელი მწვრთნელი საერთოდ ჯგუფურ ეტაპს? ფავორიტი "იუვენტუსია", "ვალენსია" "ემიუს" გამწარებას ეცდება, "იანგ ბოიზი" კი უკვე მზად არის დახვრეტისთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10