A დივიზიონის საგზურისთვის — საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ესტუმრება.
5 მატჩის შემდეგ, საქართველოს 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩეხეთი 8 ქულით პირველია და ბოლო ტურს ლიდერის რანგში ხვდება.
ნაკრებების პირველი დაპირისპირება 7 სექტემბერს თბილისში შედგა და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. ისტორიაში კი გუნდები ერთმანეთს სულ მეორედ ხვდებიან და უპირატესობა ჯვაროსნების მხარეს არის — 1 მოგება და 1 ფრე.
ჯგუფის მოსაგებად და A დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, ხოლო ჩეხეთისთვის ფრეც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაში თუ მეორე მატჩში ალბანეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს.
დღევანდელ შეხვედრაში ბრუნდება დისკვალიფიცირებული ლაშა დვალი და საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს, ჩეხეთს კი ყვითელი ბარათების გამო ორი ლიდერი, ტომაშ ხორი და ტომაშ სოუჩეკი ვერ დაეხმარებიან.

ჩეხეთის და საქართველოს დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე აიღებს სტარტს.