ავტორიზაცია

Adidas-მა ერთი მოთამაშის გარდა კონტრაქტი ყველა რუს ფეხბურთელს გაუწყვიტა

Adidas-მა ერთი მოთამაშის გარდა კონტრაქტი ყველა რუს ფეხბურთელს გაუწყვიტა
თარიღი 29 იან 2023, 14:27
Adidas-მა ყველა რუს ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა, გარდა ალექსეი მირანჩუკისა.

RB Sport-ის ცნობით, გერმანული ბრენდი აგრძელებს საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას მირანჩუკის მიმართ, რომელიც "ატალანტადან" "ტორინოში" იჯარით თამაშობს.

ადრე adidas თანამშრომლობდა დენის გლუშაკოვთან, გილერმესთან, ალექსანდრე სობოლევთან, ილზატ ახმეტოვთან, ზელიმხან ბაკაევთან და სხვა რუს ფეხბურთელებთან. 

როდესაც გერმანულმა კომპანიამ რუსეთი დატოვა, მოთამაშეებთან გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება არსებული კონტრაქტების შეწყვეტისა და მათთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი წლის განმავლობაში კომპენსაციის გადახდის შესახებ.

ადიდასმა მირანჩუკთან კონტრაქტი იმის გამო არ გაწყვიტა, რომ ის ევროპაში თამაშობს. ალექსის კონტრაქტი ცნობილ ბრენდთან 2026 წლამდეა გათვლილი.