ადრიან რაბიო ბარსელონას შესთავაზეს
ჟერარო რომეროს ინფრომაციით, იუვენტუსისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი, ადრიან რაბიო ბარსელონას შესთავაზეს.
ფრანგს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. 29 წლის ფეხბურთელს ცენტრალურ და საყრდენ ნახევარმცველად თამაში შეუძლია, ბარსა კი, შესაძლოა, ასეთი ტიპის მოთამაშით დაინტერესებული იყოს.
პრობლემა ისაა, რომ რაბიო საკმაოდ მაღალ ხელაფსს მოითხოვს - მას მინიმუმ 8 მილიონი ევრო სურს. ბარსელონაში ამაზე დიდი ანაზღაურება მხოლოდ ფრენკი დე იონგს, რობერტ ლევანდოვსკისა და ილქაი გიუნდოგანს აქვთ. კატალონიურ გრანდში რთული ფინანსური მდგომარეობაა და საკითხავია, ადრიანის პირობებს მიიღებენ თუ არა.