ავტორიზაცია

აფრიკის თასზე მსაჯმა მატჩი ორჯერ დაასრულა და ორივეჯერ - შეცდომით

აფრიკის თასზე მსაჯმა მატჩი ორჯერ დაასრულა და ორივეჯერ - შეცდომით
თარიღი 12 Jan 2022, 20:53

აფრიკის თასის მატჩი ტუნისსა და მალის (0:1) შორის, იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე საჭირო იყო.

The Athletic-ინფორმაციით, მსაჯმა საფინალო სასტვენი 85-ე წუთზე გააჟღერა, თუმცა მას შეცდომაზე მალევე მიუთითეს და მატჩი გაგრძელდა.

თუმცა, არბიტრმა ჟანი სიკაზვემ საბოლოოდ სასტვენი 89 წუთსა და 49-ე წამზე გააჟღერა. 

საინტერესოა, რომ კამერუნის იმ სტადიონზე, სადაც თამაში მიმდინარეობდა, მატჩის ოფიციალური დრო ნაჩვენები არსად არ იყო.

გარდა ამისა, სიკაზვემ ამ შეხვედრაში მოედნიდან მალის ფეხბურთელი ელ ბილალ ტურე გააძევა და ორი პენალტი დანიშნა - იბრაიმა კონემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და მალის გამარჯვება მოუტანა, ტუნისის ფეხბურთელმა ვახბი ხაზრიმ კი თავისი შანსი გაანიავა.
 

TOP.GE