ავტორიზაცია

აგბონლაჰორი: "მანჩესტერი დღეს ისეთი გუნდია, რომელში თამაში მაგუაიერსაც კი ეკუთვნის, კაზემირო სირბილის დროს 45 წლის კაცს ჰგავს"

აგბონლაჰორი: "მანჩესტერი დღეს ისეთი გუნდია, რომელში თამაში მაგუაიერსაც კი ეკუთვნის, კაზემირო სირბილის დროს 45 წლის კაცს ჰგავს"
თარიღი 17 Sep 2023, 22:49
„ასტონ ვილას" ექს-ფორვარდმა, გაბრიელ აგბოლნაჰორმა, „ბრაიტონთან" ნათამაშები მატჩისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა.

„წითელი ეშმაკები" „ოლდ ტრაფორდზე" 1:3 დამარცხდნენ.

„ბრაიტონმა „ოლდ ტრაფორდზე" 659 პასი გაკეთა. უფრო მეტჯერ დაარტყა კარში, ბურთს 57% ფლობდა, ეს ამ გუნდისთვის მარტივი გასეირნება იყო.

თამაშს ვუყურე და ერთხელაც არ შემქმნია შთაბეჭდილება, რომ „ბრაიტონს" პასით დაცვიდან ამოსვლა გაუჭირდებოდა. განურჩევლად იმისა, ვინ მიდიოდა პრესინგში, ისინი თავს მარტივად აღწევდნენ და მომენტებს ქმნიდნენ. ეს სავარჯიშო მატჩს უფრო ჰგავდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. კაზემირო ცენტრში სირბილისას 45 წლის კაცს ჰგავდა და იმდენად ცუდი იყო, რომ 65-ე წუთზე მის ნაცვლად ანიბალ მეჟრბი გახდა გამოსაყვანი.

იცით, კიდევ რამ განმაცვიფრა? შევხედოთ ლისანდრო მარტინესს და ვიქტორ ლინდელოფს - მარტინესი გროსის გოლშია დამნაშავე, ის დარტყმის დაბლოკვას ცდილობდა, ცრუმოძრაობის მსხვერპლი გახდა და გროსმა შორეულ კუთხეში შეაგდო. მის ადგილას ჰარი მაგუაიერი რომ ყოფილიყო, ახლა მოისმენდით: "ის საშინელია, მოაშორეთ".

მაგუაიერი ახლა ალბათ გასახდელს უყურებს და ფიქრობს: „ამ გუნდში შანსი რანაირად არ მეძლევა?"

მარტინესი უკან პასსსაც კი ვერ აკეთებდა, ისევე, როგორც ლინდელოფი. ეს ისეთი გუნდია, რომ მაგუაიერიც კი იმსახურებს მასში თამაშს.

ასე რომ ტვიტერის ხალხო, ვინც არ უნდა იყოთ - მოდით, მხოლოდ მაგუაიერს კი არ ვსდიოთ, სხვებსაც მივაქციოთ ყურადღება - მარტინესს დაცვაში, კაზემიროსაც, რომელსაც მოედანზე გადაადგილებაც კი უჭირს.", - აღნიშნა აგბოლნაჰორმა.