ავტორიზაცია

აგენტმა დაასახელა კლუბები, რომლებიც მილიკის შეძენით ინტერესდებიან

აგენტმა დაასახელა კლუბები, რომლებიც მილიკის შეძენით ინტერესდებიან
თარიღი 09 იან 2021, 20:03
"ნაპოლის" თავდამსხმელ არკადიუშ მილიკის აგენტმა, ფაბრიციო დე ვეკიმ განაცხადა, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა მისმა კლიენტმა.

"პრემიერ ლიგის საუკეთესო კლუბები, აგრეთვე "ატლეტიკო" და "მარსელი" არიან დაინტერესებულნი მილიკით. რა თქმა უნდა, არცერთი გუნდი არ სთავაზობს "ნაპოლის" იმას, რასაც ითხოვს".

"რომა" და "იუვენტუსი" იყვნენ ახლოს მის დამატებასთან, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა", - ციტირებს ვეკის სიტყვებს Tuttosport.

26 წლის პოლონელ თავდამსხმელს "ნაპოლისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამა წლის ზაფხულში ეწურება. მილიკს იტალიელებთან კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა და ამის შემდეგ წასვლა უნდა.

მილიკი "ნაპოლიში" 2016 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მას ნეაპოლელთა მაისურით არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.