აგუერო 3 ევროპულ გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ერთ-ერთი ბარსელონაა
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატი დატოვოს, წერს El Chiringuito.
ესპანური გამოცემის თანახმად, 32 წლის არგენტინელი ფეხბურთელისთვის "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "ინტერი" იბრძვიან.
აგუეროს "ქალაქელებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, ამიტომაც მომავალ კლუბს მის სანაცვლოდ არანაირი თანხის გადახდა არ მოუწევს.
აგუერო "სიტის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში იგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 254 გოლი.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად "ქალაქელთა" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.