ავტორიზაცია

AI-მ 2025 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები და აუტსაიდერები დაასახელა

AI-მ 2025 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები და აუტსაიდერები დაასახელა
თარიღი 09 Aug 2025, 11:17
2025 წლის ოქროს ბურთისთვის 30 კანდიდატი იბრძვის, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

Givemesport-მა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ყველა კანდიდატის შანსები შეაფასა და ისინი შემდეგ კატეგორიებში გადაანაწილა: შანსის არ მქონე, უდიდესი აუტსაიდერი, კარგი შანსის მქონე, მთავარი კანდიდატი და გამარჯვებასთან ერთ ნაბიჯში მყოფი.

შანსის არ მქონე კანდიდატები: დონარუმა, კეინი, ოლისე, დუმფრისი, ლაუტარო, გირასი, გიოკერესი, რაისი

უდიდესი აუტსაიდერები: დუე, კვარაცხელია, პედრი, ლევანდოვსკი, ვან დაიკი, მაკ ალისტერი, ვირცი, ჰოლანდი, მაკტომინეი, ვინისიუსი, ბელინგემი, მბაპე

კარგი შანსის მქონე კანდიდატები: ნევეში, რუისი, მენდეში, ჰაკიმი, პალმერი

მთავარი კანდიდატები: რაფინია, სალაჰი, ვიტინია

გამარჯვებასთან ერთ ნაბიჯში მყოფი კანდიდატები: იამალი, დემბელე