ავტორიზაცია

აიაქსი ვეგჰორსტის ტრანსფერზე მუშაობს

აიაქსი ვეგჰორსტის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 20 ივნ 2024, 16:52
ამსტერდამის აიაქსი წარმუატებელი სეზონის შემდეგ გუნდის გაძლიერებას გეგმავს. ნიდერლანდური კლუბი მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. გუნდში უკვე მივიდა ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო ფარიოლი და მისი სურვილია, რომ გუნდმა მისთვის საჭირო ფეხბურთელები შეიძინოს. ''თეთრ-წითლებს'' ცხრა ნომრის პოზიციაზე მხოლოდ ბრაინა ბრობი ჰყავთ და არაა გასაკვირი, რომ ბაზარზე სხვა ფორვარდსაც ეძებენ. გუნდი ასევე გიორგი მიქაუტაძემაც დატოვა და ახალი თავდამსხვემლი სავალდებულოა.

აიაქსის ინტერესებსი სფეროში ნიდერლანდების ნაკრების გოლეადორი ვუტ ვეგჰორსტი მოხვდა და როგორც იწერება პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია. ვეგჰორსტმა გასული სეზონი ჰოფენჰაიმში გაატარა, სადაც 7 გოლის გატანა მოახერხა. მისი უფლებები ბარნლის ეკუთვნის  სამშობლოში დაბრუნების სურვილი ნიდელანდელსაც აქვს. ვეგჰორსტი ამ მომენტისთვის ევრო 2024 ასპარეზობს და სწორედ მისი გოლით მოახერხა მისმა ნაკრებმა პოლონეთის დამარცხება.