ავტორიზაცია

აიაქსის დროებითი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

აიაქსის დროებითი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 23 ოქტ 2023, 22:55
მორის სტეინის გათავისუფლების შემდეგ, „აიაქსის“ დროებითი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

გუნდს ახალი მწვრთნელის მოძიებამდე ჰედვიგეს მადურო უთავკაცებს, რომელიც გუნდში სტეინის ასისტენტის როლს იკავებდა.

მადუროს მთავარი მწვრთნელის როლი ჯერ არცერთ პროფესიონალურ გუნდში არ შეუსრულებია, თუმცა „აიაქსი“ მისთვის უცხო არ არის, ის საფეხბურთო კარიერის პირველ ნაბიჯებს სწორედ ამ გუნდში დგამდა.

ჰედვიგეს მადურომ საფეხბურთო კარიერა 2018 წელს „ომონიაში" დაასრულა.