ავტორიზაცია

აიაქსმა ჰატოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

აიაქსმა ჰატოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 12 მარ 2024, 19:49
ცენტრალურმა მცველმა იორელ ჰატომ ამსტერდამის "აიაასთან" ახალი სამუშაო კონტრაქტი გააფორმა. 

ამის შესახებ გუნდის პრესსამსახური იტყობინება. 

18 წლის ნიდერლანდელი მცველის ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე იქნება ძალაში.

მიმდინარე სეზონში ჰატომ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.