ახალი კონტრაქტი შეთანხმებულია — ფალკაო ლა ლიგაში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება
"რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ახალ ხელშეკრულებას უფორმებს.
ესპანური კლუბი კოლუმბიის ნაკრების 35 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა COPE იტყობინება, გამოცდილი ფორვარდი ლა ლიგის გუნდში 2023 წლის ივნისამდე დარჩება.
ფალკაო, რომელიც გასულ სეზონში "გალათასარაის" ღირსებას იცავდა, "რაიოში" სექტემბრის დასაწყისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 2022 წლის ივნისამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა ფორვარდმა ლა ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაუტანა, მათ შორის "ბარსელონას" და "რეალსაც".