ავტორიზაცია

ახალი კონტრაქტი თუ ახალი კლუბი? — ვინისიუსმა გადაწყვეტილება მიიღო

ახალი კონტრაქტი თუ ახალი კლუბი? — ვინისიუსმა გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 11 May 2025, 14:44
მადრიდის რეალის შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო — ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

AS-ის ცნობით, 24 წლის ბრაზილიელი სამეფო კლუბთან კონტრაქტის 2030 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი რეალის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მადრიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 314 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა და 82 ასისტი გაიფორმა.