ავტორიზაცია

ახალი კვირა ახალი ტრავმა — რეალმა ცენტრალური მცველი დაკარგა

ახალი კვირა ახალი ტრავმა — რეალმა ცენტრალური მცველი დაკარგა
თარიღი 08 Dec 2025, 16:19
მადრიდის რეალში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — ბოლო ტურში, სელტასთან გამართული მატჩის შემდეგ დადასტურდა, რომ მძიმე დაზიანება მიიღო ედერ მილიტაომ, რომელიც საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდხანს ვერ დაეხმარება.

პირველადი ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის უკანა კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც მინიმუმ 3 თვეს იუქმებს. გამოცდილ ცენტრალურ მცველს დამატებითი გამოკვლევები უახლოეს საათებში ჩაუტარდება, სადაც ბოლომდე დაზუსტდება ტრავმის სიმძიმე.

ედერ მილიტაოს გარდა ტრავმები აწუხებთ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, დანი კარვახალსა და ფერლან მენდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩაბი ალონსოს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს.