ახალი სატრანსფერო რეკორდი: გიორგი მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე დიდ თანხად გაიყიდა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი გადაწყდა!
მერსისაიდული კლუბი ვალენსიას 32.5 მილიონ ევროზე (+5 მილიონი ბონუსები) შეუთანხმდა. ქართველი მეკარე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

მერსისაიდული კლუბი ვალენსიას 32.5 მილიონ ევროზე (+5 მილიონი ბონუსები) შეუთანხმდა. ქართველი მეკარე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ 37.5 მილიონი ევრო აქამდე ქართველ ფეხბურთელში არასდროს გადაუხდიათ - ამრიგად, გიორგი მამარდაშვილი ყველაზე დიდ თანხად გაყიდული მოთამაშე გახდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე რეკორდული თანხა გიორგი მიქაუტაძეში გადაიხადეს. ამავე სატრანსფერი ფანჯარაში ლიონმა ჟორჟის სანაცვლოდ 18.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

davlasha
ტოპ კომენტარი
0
26 Aug 2024, 16:21
იმედია მომოვალ წელს კვარაც წავა და ეგ გააუმჯობესებს რა თქმა უნდა ამ რეკორდს