ალ აჰლის 19 წლის ფეხბურთელი აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

ეგვიპტური ახალგაზრდული გუნდის „ალ-აჰლის“ ფეხბურთელი, ზიად ეჰაბი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა.
KingFut-ის ინფორმაციით, 13 მარტს დილით ფეხბურთელი აივნიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან არათავსებადი იყო. „ალ აჰლის“ ახალგაზრდული გუნდის დირექტორის, ჰალედ ბიბოს თქმით, გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი და დიდებული ადამიანი დაკარგა.
ეგვიპტური კლუბი ფეხბურთელის ახლობლებს და ნათესავებს ღრმა მწუხარებას გამოუთქვამს.