ავტორიზაცია

ალ ჰილალის შეთავაზება ვირჯილ ვან დაიკს

ალ ჰილალის შეთავაზება ვირჯილ ვან დაიკს
თარიღი 13 Mar 2025, 13:34
L'ÉQUIPE-ის ინფორმაციით, ალ ჰილალს ვირჯილ ვან დაიკის დამატება სურს და მას პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთა.

ფრანგული გამოცემის ცნობით, არაბული კლუბი ნიდერლანდელ ფეხბურთელს წელიწადში, ხელფასის სახით, €20 მილიონს სთავაზობს.

ვან დაიკს ლივერპულთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ, ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.