ალ-იტიჰადს სალაჰის გაფორმება სურს - საუდელები ლონდონში ჩავიდნენ

საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადი" კვლავ იმედოვნებს, რომ ზაფხულში ეგვიპტელ ფორვარდის, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერს განახორციელებს.
Daily Mail-ის ცნობით, შაბათს საუდის არაბეთის ჩემპიონის წარმომადგენლები ლონდონში ჩავიდნენ.
ისინი იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ "ლივერპულის" ხელმძღვანელებს, რომ 31 წლის სალაჰი უახლოეს დღეებში გაყიდონ.
აღნიშნულია, რომ სატრანსფერო თანხამ შესაძლოა 200 მილიონ ფუნტს მიაღწიოს და რის შემდეგაც ახალი სატრანსფერო რეკორდი დამყარდება.
აღნიშნულია, რომ სატრანსფერო თანხამ შესაძლოა 200 მილიონ ფუნტს მიაღწიოს და რის შემდეგაც ახალი სატრანსფერო რეკორდი დამყარდება.