ავტორიზაცია

ალ ნასრი ედერსონს ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს

ალ ნასრი ედერსონს ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 06 Jul 2024, 16:07
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მანჩესტერ სიტის მეკარის, ედერსონის დამატება ალ ნასრის სურს — კლუბი ტრანსფერზე უკვე მუშაობს.

ESPN-ის ცნობით, ალ ნასრი 30 წლის ბრაზილიელი მეკარის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს და მას ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ევროს შესთავაზებს.

იმ შემთხვევაში თუ არაბულმა კლუბმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა მოლაპარაკებებს მანჩესტერ სიტისთან დაიწყებს — ედერსონს თანაქალაქელებთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.