ალ ნასრი რონალდუს დასამშვიდებლად ორ ტრანსფერს გეგმავს
საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალში, ალ ჰილალთან 1-4 წაგებულმა მატჩმა კრიშტიანუ რონალდუ ძალიან იმედგაცრუებული დატოვა, რის გამოც ალ ნასრი მის დასამშვიდებლად ორი ვარსკვლავის დამატებაზე ფიქრობს.
ჟურნალისტ ხოსე ფელიქს დიასის მტკიცებით, პირველი სამიზნე, რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი, სერხიო რამოსია. არაბული კლუბი ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის ძმასთან ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამოსი, რომელიც ბოლოს სევილიაში თამაშობდა, ამჟამად თავისუფალი აგენტია და მისი საუდი პრო ლიგაში გადასვლა საკმაოდ რეალური გახლავთ.
მეორე ფეხბურთელი, რომლის დამატებაც ალ ნასრს სურს, კრიშტიანუს თანამემამულე - რაფაელ ლეაუა. თუმცა, ეს ტრანსფერი არარეალური ჩანს, რადგან პორტუგალიელმა თავის ამჟამინდელ კლუბს ერთგულება გამოუცხადა: "ჩემი მომავალი მილანშია. აქ ვარ და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით მაკავშრებს... მე ერთგული ვარ და მხოლოდ აქაურობაზე ვფიქრობ."