ავტორიზაცია

ალ სადში ხავისა და ბარსელონას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილონი არიან

ალ სადში ხავისა და ბარსელონას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილონი არიან
თარიღი 31 ოქტ 2021, 17:35

"ალ სადში" გუნდის მთავარ მწვრთნელ ხავი ერნანდესსა და "ბარსელონას" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილონი არიან, იტყობინება Marca.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, 41 წლის სპეციალისტი "ბარსასთან" პირადად მართავს მოლაპარაკებებს, რის გამოც ყატარულ კლუბში იმედგაცრუებულები არიან.

როგორც აღინიშნება, კატალონიური გრანდის არცერთი წევრი არ დაკავშირებია "ალ სადს" ხავისთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 27 ოქტომბერს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი დაითხოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები ყატარული კლუბის დამრიგებელს შეუთანხმდნენ.

"ლურ-ბორწეულისფერთა" თავკაცის პოსტზე ხავის დანიშვნის შესახებ უახლოეს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. მშობლიურ ქალაქში კატალონიელი ხუთშაბათს ან პარასკევს ჩავა.