ავტორიზაცია

ალაბა: "მთელი ძალები დავხარჯეთ, მაგრამ არ დავჯილდოვდით"

ალაბა: "მთელი ძალები დავხარჯეთ, მაგრამ არ დავჯილდოვდით"
თარიღი 27 Jun 2021, 02:37

ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა, დავიდ ალაბამ ევრო 2020-ის 1/8 ფინალში იტალიასთან გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურამ" მეტოქეს დამატებით დროში აჯობა - 2:1.

"ამის სიტყვების აღწერა რთულია. შეგვიძლია საკუთარი თავით ვიამაყოთ, ავსტრიას შეუძლია ჩვენით იამაყონ".

"მთელი ძალები დავხარჯეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ასპარეზობისთვის არ დავჯილდოვდით. ამის მიღება რთულია", - ციტირებს ალაბას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.