ავტორიზაცია

ალავესმა ატლეტიკოს ნახევარმცველი დაიმატა

ალავესმა ატლეტიკოს ნახევარმცველი დაიმატა
თარიღი 03 Jun 2021, 21:42

"ატლეტიკოს" ნახევარმცველი, ტონი მოია "ალავესში" გადავიდა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ორ წელიწადზეა გათვლილი.

23 წლის ფეხბურთელს გასულ სეზონში "ატლეტიკოს" პირველ გუნდში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება "როხიბლანკოს" მეორე გუნდს, მოიამ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი შეაგდო.