ავტორიზაცია

ალავესმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ალავესმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
თარიღი 05 Apr 2021, 21:45

"ალავესის" მთავარი მწვრთნელი, აბელარდო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

ესპანურმა გუნდმა 50 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

"ალავესი" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 29 მატჩში მოპოვებული 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.

აბელარდო ლა ლიგის კლუბს 12 იანვრიდან ედგა სათავეში. იქამდე კი "ალავესს" პაბლო მაჩინი წვრთნიდა.