ალავესმა ნიუკასლის მცველის კონტრაქტი შეისყიდა

"ალავესმა" "ნიუკასლის" მცველი, ფლორიან ლეჟენი შეისყიდა.
სატრანსფერო ღირებულება არ ხმაურდება. 30 წლის ფრანგმა ესპანურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2020/21 წლების სეზონში ლეჟენმა "ალავესის" რიგებში იჯარით იასპარეზა - 36 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.
Transfermarkt-ის ვერსიით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.