ავტორიზაცია

ალბანეთი საქართველოს მატჩის პრევიუ

ალბანეთი საქართველოს მატჩის პრევიუ
თარიღი 09 Sep 2024, 14:14
ხვალ 10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მორგი შეხვედრას გამართავს უეფას ერთა ლიგაზე. ამჯერად ჩვენი მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ''ჯვაროსნებს'' და ''არწივებს'' მდიდარი ურთიერთ შეხვედრების ისტორია გვაქვს. ალბანელებმა თავისი პირველი შეხვედრა ქვეჯგუფში მოიგო და მოულოდნელად, უკრაინის ნაკრების ანგარიშით 1-2 დაამარცხა. 

პირველად საქართველოს და ალბანეთის ნაკრებები ერთმანეთს ევრო 1996 წლის შესარჩევში შეხვდნენ, იმ ჯგუფში ჩვენ ორივე შეხვედრის მოგება მოვახერხეთ, პირველ მატჩში თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა და მინიმალური ანგარიშით დავამარცხეთ ჩვენი მეტოქე, ხოლო საკუთარ კედლებში, 2-0 ვძლიეთ ჩვენს მეტოქეს გოლები არველაძემ და ქეცბაიამ შეაგდეს. 

ალბანეთთან ერთად ჩვენ ევრო 2000-ის ჯგუფშიც მოვხვდით. პირველი შეხვედრა თბილისში 1-0 არჩილ არველაძის გოლით მოვიგეთ, ხოლო გასვლით შეხვედრაში პირველად დავმარცხდით ალბანეთთან. იმ მატჩში შოთა არველაძემ გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 2-1 დავმარცხდით. 

ბოლოს ოფიციალური შეხვედრა ალბანეთთან 2005 წელს გავმართეთ, სამწუხაროდ ჩვენ გასვლაზე დავმარცხდით ანგარიშით 3-2. ამის შემდეგ ალბანეთთან მხოლოდ ამხანაგური თამაშებში შეხვდით ალბანეთის ეროვნულ გუნდს და არცერთი შეხვედრა არ წავაგეთ. უკანასკნელი თამაში 2022 წელს ჩავატარეთ და შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრების კარში ყველაზე მეტი გოლი შოთა არველაძეს აქვს გატანილი 6 გოლით ის საუკეთესო მოთამაშეა ვისაც ალბანელთა კარი აუღია. 

ალბანეთთან ხვალ გასამართ შეხვედრაში ჩვენ ფავორიტებად მივიჩნევით. ვილი სანიოლის გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა ჩეხეთთან და დამაჯერებლად დაამარცხა უხერხული მეტოქე. ალბანეთთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდება.