ავტორიზაცია

"ალბათ, სჯობდა გვერდი ამევლო", - მალინოვსკიმ რუს ფეხბურთელთან ჩახუტების გამო ბოდიში მოიხადა

"ალბათ, სჯობდა გვერდი ამევლო", - მალინოვსკიმ რუს ფეხბურთელთან ჩახუტების გამო ბოდიში მოიხადა
თარიღი 30 Jan 2023, 23:13
ფრანგული „მარსელის“ ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ, უკრაინელ გულშემატკივრებს „მონაკოს“ რუს ფეხბურთელთან, ალექსანდრ გოლოვინთან ჩახუტებისთვის მოუბოდიშა.

ინციდენტი ლიგა 1-ს მე-20 ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, როცა „მარსელმა“ საკუთარ კედლებში „მონაკოს“ უმასპინძლა (1:1).

მას შემდეგ, რაც ჩახუტების სურათი სოციალურ ქსელში მოხვდა, რუსლანს თანამემამულეებისგან გარკვეული კრიტიკა შეხვდა, რამაც ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა აიძულა.

„მესმის, რომ ალბათ სჯობდა, გვერდი ამევლო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის მომიახლოვდა და მომესალმა. თამაშის შემდეგ ყველა ფეხბურთელი ართმევს ხელს ერთმანეთს და მე ეს მექანკურად გავაკეთე.

ინდივიდუალური სპორტი რომ იყოს, რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ სათამაშოდაც არ გავიდოდი, იმიტომ რომ საერთაშორისო ტურნირებიდან რუსების მოკვეთის იდეას სრულად მხარს ვუჭერ.“ - წერს მალინოვსკი სოციალურ ქსელში.