ავტორიზაცია

ალდერვეირელდი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა

ალდერვეირელდი ბელგიის ნაკრებიდან წავიდა
თარიღი 06 მარ 2023, 15:07
"ანტვერპენის" მცველმა ტობი ალდერვეირელდმა ბელგიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

"მადლობა ყველას", - წერს 34 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

ალდერვეირელდმა ბელგიის ნაკრებში 127 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურს 2009 წლიდან ირგებს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილ მცველს "ანტვერპენის" შემადგენლობაში 36 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა აქვს.