ალეხანდრო გარნაჩო სკანდალში გაეხვა
მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ალეხანდრო გარნაჩო სკანდალში გაეხვა, როგორც ბრიტანული პრესა იუწყება არგენტინელი ფეხბურთელი გუნდის შემადგენლობას წინასწარ ასაჯაროებდა და მატჩამდე უკვე ცნობილი იყო თუ ვინ დაიწყებდა ძირითადში.
იუნაიტედის თავკაცმა რუბენ ამორიმმა მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაში გარნაჩო განაცხადს მიღმა დატოვა და ფეხბურთელთან ურთიერთობა დაეძაბა.
ამ ვითარებიდან გამომდინარე არსებობს შანსი, რომ გარნაჩომ იუნაიტედი დატოვოს
და მის მიმართ ინტერესს მადრიდის ატლეტიკო იჩენს.
გარნაჩოსთვის ატლეტიკო კარგად ნაცნობი კლუბია. ინგლისში გადასვლამდე არგენტინელი სწორედ მადრიდულ კლუბში ასპარეზობდა და 2020 წელს იუნაიტედის აკადემიაში გადავიდა სათამაშოდ. გარნაჩომ პრემიერ ლიგაში 72 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია. რამოდენიმე დღის წინ გარნაჩომ წლის საუკეთესო გოლისთვის პუშკაშის ჯილდო მოიპოვა.