ავტორიზაცია

ალექსანდერ-არნოლდის ტრავმის სიმძიმე ცნობილია — როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს?

ალექსანდერ-არნოლდის ტრავმის სიმძიმე ცნობილია — როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს?
თარიღი 17 Sep 2025, 14:48
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, სადაც რეალ მადრიდი მარსელს დაუპირისპირდა, სამეფო კლუბის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ტრავმა მიიღო.

როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ინგლისელმა მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანია, რის გამოც საკუთარ გუნდს 6-დან 8 კვირამდე ვერ დაეხმარება.

26 წლის განაპირა მცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.