ალექსანდრ ისაკმა ნიუკასლთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

indykaila News-ის ინფორმაციით, ალექსანდრ ისაკმა ნიუკასლს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2028 წლამდეა გათვლილი.
შვედ ფეხბურთელს სურს, მიმდინარე სეზონის დასრულებას დაელოდოს და საბოლოო გადაწყვეტილება ზაფხულში მიიღოს.
ისაკით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის, ლივერპულიც. ალექსანდრს მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერის პერსპექტივა ხიბლავს.
თუ ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, მზად იქნება, შვედი თავდამსხმელი €100 მილიონად გაყიდოს.
2024/25 წლების სეზონში ისაკის ანგარიშზე 29 მატჩი, 19 გოლი და 5 ასისტია.