ავტორიზაცია

ალექსანდრე თოფურიამ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა

ალექსანდრე თოფურიამ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა
თარიღი 14 Feb 2024, 16:18
UFC-ში კიდევ ერთი, მე-6 ქართველი იასპარეზებს - ორგანიზაციასთან კონტრაქტი ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ გააფორმა.

ალექსანდრე MMA-ში ასპარეზობს და 6 ორთაბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 5-ში გამარჯვება მოიპოვა და 1-ში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ილია თოფურია UFC-ის ქამრისთვის ორთაბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოსვკის დაუპირისპირდება.