ავტორიზაცია

ალესანდრო ბასტონის ტრანსფერზე ორი ინგლისური კლუბი მუშაობს

ალესანდრო ბასტონის ტრანსფერზე ორი ინგლისური კლუბი მუშაობს
თარიღი 25 თებ 2024, 12:15
მილანის ინტერის ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის დამატებას ორი პრემიერ ლიგის კლუბი შეეცდება.

24 წლის იტალიელს ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი აკვირდება - ნერაძური ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბასტონი ინტერში 2019 წელს ატალანტადან გადავიდა და ჩატარებულ 191 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 14 ასისტი გაიფორმა.